კაპისრეს ხიდი — ხიდი თურქეთში, არჰავიდან დასავლეთით, მდინარე კაპისრეს ხეობაში.

ხიდი ორთაღოვანია და მისი ძირითადი ნახევარწრიული თაღის მხოლოდ მცირე სეგმენტია შემორჩენილი. მთლიანადაა დაცული ხიდის მეორე, ასევე ნახევარწრიული თაღი. თაღებშორისი ბურჯი ქვათლილებითაა ნაგები და წყობა ისოდომურ სტილს წააგავს. ორივე თაღი დამატებითი ვიწრო სარტყელითაც იყო აღჭურვილი. დიდი თაღის მეორე ბურჯის არანაირი კვალი ახლა მდინარის მეორე ნაპირზე არ ჩანს. დიდი თაღის ქუსლი — 1,57 მ-ის სიმაღლის ქვათლილებით ნაგებ საყრდენს ეფუძნება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 66-67 ISBN 978-9941-0-6458-6.