მთავარი მენიუს გახსნა
ლაზი მოცეკვავეების ძეგლი არჰავში

არჰავი (ლაზ. და ქართ. არქაბი) — ქალაქი და რაიონი თურქეთის ართვინის პროვინციაში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. მდებარეობს ხოფადან 18 კმ-ში, ართვინიდან 138 კმ-ში, რიზედან 160 კმ-ში.[1]

ისტორიარედაქტირება

სხვადასხვა დროს შედიოდა ლაზიკის სამეფოში, ბიზანტიის იმპერიაში, ტრაპიზონის იმპერიაში, რუმის სასულთნოში და ოსმალეთის იმპერიაში.

1865 წელს არჰავის კაზა შედიოდა ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყში. კაზაში სულ შედიოდა 60 სოფელი და ცხოვრობდა 6630 ადამიანი.[2]

ეტიმოლოგიარედაქტირება

ლაზურად მას ეწოდება „არქაბი“, რაც „ახალ სოფელს“ ნიშნავს.[3]

მოსახლეობარედაქტირება

2010 წლის მოსახლეობის აღრიცხვის თანახმად, რაიონში ცხოვრობს 19 319 ადამიანი, რომელთაგან 15 610 ცხოვრობს რაიონულ ცენტრში. განათლების დონე 96%. მოსახლეობის უმრავლესობას ლაზები წარმოადგენენ.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება