კაპათა
კაპათა, ქართული მონასტერი იერუსალიმში, სიონის მთაზე. XI საუკუნეში ბაგრატ IV-ის მეუღლემ ბორენამ და მისმა ასულმა მართამ იუსტინიანე დიდის მიერ აგებული, იმხანად დანგრეული ტაძრის ადგილას ააშენეს კაპათას მონასტერი, რომელიც ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერად იქცა. ცნობილია იქაური წიგნსაცავის რამდენიმე საყურადღებო ხელნაწერი. კაპათა დაარბიეს ხვარაზმელებმა 1244 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- მენაბდე ლ., ქსე, ტ. 5, გვ. 375, თბ., 1980