კანუნ ნამე (სელიმ I)
კანუნ ნამე — სამართლის წიგნი ოსმალეთის იმპერიაში. სელიმ I-ის სულთნობის პერიოდში (1512-1520 წლებში) ოსმალეთის იმპერიაში უკვე შარიათის მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებდა. სწორედ მისი მოღვაწეობია პერიოდში შეიქმნა სულთან სელიმ I-ის “კანუნ-ნამე”, ანუ სამართლის წიგნი. სელიმ I, ისტორიაში შესულია, როგორც იავუზის სახელით, რაც ნიშნავს მრისხანეს.
ისტორია
რედაქტირებასულთან სელიმ I-ის (1512-1520) კანუნ-ნამეს შესახებ XX საუკუნემდე არაფერი იყო ცნობილი, სწორედ ნაკლებად იყო ცნობილი ამ სულტნის საკანონმდებლო საქმიანობის შესახებაც. XX საუკუნეში თურქული ხელნაწერების შესწავლისას მიკვლეულ იქნა ორი ერთნაირად დასათაურებული ხელნაწერისადმი, რომელიც ასე იკითხებოდა: “სულტან სელიმის კანონთა წიგნი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული”. მაგალითად ამ სამართლის წიგნის ერთი ხელნაწერი იყო შიფრით B1882, გადაწერის თარიღით 1564 წელი, რომელიც ახლოსაა ამ კანონთა წიგნის თავდაპირველ შედგენის თარიღთან. მეორე ხელნაწერი, შიფრით A250, არ იყო დათარიღებული. ამ ხელნაწერის მიხედვით ნათელი ხდება კანუნ-ნამეს შემდგენლის სახელი, რომელიც არის ნიშანჯი ჯელალ-ზადე (1567 წელი).
ქოჯა-ნიშანჯი ჯელალ-ზადე მუსტაფა ჩელები გახლდათ (1567 წლები). ის იყო XVI საუკუნის ოსმალეთის იმპერიის გამოჩენილი ისტორიკოსი და კანონმდებელი. მან თავისი მოღვაწეობა, სწორედ სულთან სელიმ I-ის კარზე დაიწყო. ის ორჯერ იყო ნიშანჯის 6 თანამდებობაზე სულტან სულეიმან კანუნის (1520-1566) დროს (1534-1557 წლებში და 1566-1567წლებში). აქედან გამომდინარე უდავოა და ეჭვს არ იწვევს, რომ მას მართლაც შეეძლო ეთავა სელიმ I-ის “კანუნ-ნამე”-ს შედგენა. სელიმ I-ის სულთნობის პერიოდზე მან ცალკე ისტორიული ნაშრომიც დაწერა, სახელად “წიგნი სელიმზე”. სელიმ I-ის “კანუნ-ნამე”-ს შედგენის შემდეგ ქოჯა-ნიშანჯი ჯელალ-ზადემ გააგრძელა საკანონმდებლო საქმიანობა და დაასრულა სულეიმან კანუნის (1520-1566) “კანუნ-ნამე”-თი.
სელიმ I–ის კანონთა წიგნის შედგენის პარალელურად, ასევე მიმდინარეობდა ეტაპობრივად ოსმალთა კანონთა ნორმების დამკვიდრება იმპერიის პროვინციებში: კაისერი, რუმი, დიარბექირი და სხვა. ეს პერიოდი დაახლოებით დათარიღებულია 1516-1518 წლებში. სელიმ I-ის “კანუნ-ნამე”-ში საუბარია სასოფლო-სამეურნეო და სამოქალაქო გადასახადებზე, აღწერილია სხვადასხვა სახის საბაზრო გადასახადები პროდუქციის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სელიმის “კანუნ-ნამე” ნაწილობრივ არის მისი მამის, ბაიაზიდ II-ის (1481-1512 წლებში) საკანონმდებლო საქმიანობის გაგრძელება.
სელიმ I-ის კანუნთა კრებული შედგება რამდენიმე პუნქტისაგან. ერთ-ერთ მათგანში, რომელიც ეხება გადასახადს ქალის გათხოვებისას ნათქვამია, რომ ქალიშვილის გათხოვებისას მამა იხდიდა გადასახადს.
სელიმ I-ის “კანუნ-ნამე”-ს მიხედვით, ის ადამიანი, რომელიც გაბედავდა გოგოს ან ქალისადმი შეურაცხყოფის მიყენებას, სასტიკად ისჯებოდა.
სელიმ I-ის სულთნობის პერიოდში ოსმალეთის იმპერიაში გავრცელებული იყო შარიათის მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც სასტიკად ილაშქრებდა ადამიანთა წინააღმდეგ, განსაკუთრებით ზღუდავდა ქალის უფლებებს, ართმევდა მას საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის საშუალებას. თუმცა სულთანმა სელიმ I-მა თავის “კანუნ-ნამე”-ში დაგვანახა, რომ არ შეიძლება ქალს მთლიანად ჩამოერთვას უფლებები და იქცეს უუფლებო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Селим Iთარგი:Мёртвая ссылка — Монархи. Мусульманский Восток XV—XX, — М.: Вече, 2004. — 544 с.
- Вооруженные силы османской империи в XV—XVII вв.