კანტემიროვის ხიდი

კანტემიროვის ხიდი (რუს. Кантеми́ровский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო გასახსნელი ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე დიდ ნევკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს ვიბორგის მხარესა და სააფთიაქოს კუნძულს. ხიდის სიგრძეა 664 მეტრი, ხოლო სიგანე — 31 მეტრი.

კანტემიროვის ხიდი
რუს. Кантемировский мост
კოორდინატები: 59°58′42″ ჩ. გ. 30°19′18″ ა. გ. / 59.97833° ჩ. გ. 30.32167° ა. გ. / 59.97833; 30.32167
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია დიდი ნევკა
თაღების რაოდენობა 5
სიგრძე 664 
სიგანე 31 
გზის ხაზების რაოდენობა 6
მშენებლობის დაწყების თარიღი 1979
გახსნის თარიღი 1982 წ.
კანტემიროვის ხიდი — რუსეთი
კანტემიროვის ხიდი
კანტემიროვის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
კანტემიროვის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს კანტემიროვის ქუჩასა და ვიბორგის სანაპიროს მედიკოვის ქუჩასათან და სააფთიაქოს სანაპიროსთან. ხიდთან ახლოს მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ტელე-ანძა.

დინების ზემო მიმართულებთ მდებარეობს გრენადერის ხიდი, ხოლო ქვემო მიმართულებით — უშაკოვის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „ლესნაია“.

სახელწოდება

რედაქტირება

სახელი ეწოდა ამავე სახელწოდების ქუჩის მიხედვით, რომელმაც თავის მხრივ სახელი მიიღო გერმანელი ოკუპანტების მიერ 1942 წლის დეკემბერში რკინიგზის სადგურ კანტემიროვკის გათავისუფლების პატივისცემის ნიშნად.

1817-1821 წლებში ამ ადგილზე ააშენეს პლაშკოუტიანი ბორანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

ახალი ხიდის აგების აუცილებლობა დადგა ამ რაიონში შიდა სატრანსპორტო მაგისტრალის შექმნასთან დაკავშირებით. ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო 1979 წელს და დასრულდა 1982 წელს. ხიდი დააპროექტა „Ленгипроинжпроект“-ის ინსტიტუტის ინჟინრებმა ბ. ნ. ბრუდნომ, ბ. ბ. ლევინმა და არქიტექტორმა ა. ვ. გოვორკოვსკიმ. ხიდი გაიხსნა 1982 წლის 15 დეკემბერს.

კონსტრუქცია

რედაქტირება

ხიდი შედგება სამი სამდინარო მალისაგან, ორი მალა სანაპიროზე გადის და ორიც ესტაკადური ნაწილი. ხიდის სქემა ასეთია: 57+75+33,3+75+57 მ.

სავალი ნაწილი ასფალტ-ბეტონითაა დაფარული. 2002 წელს დაამონტაჟეს მხატვრული განათება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 103. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 54. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება