ძიგორო კანო
ჯიგორო კანო (იაპონ. 嘉納 治五郎; დ. 28 ოქტომბერი, 1860 — გ. 4 მაისი, 1938) — ძიუდოს დამფუძნებელი. ძიუდო პირველი იაპონური ორთაბრძოლის სახეობა იყო, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, და პირველი, რომელიც ოფიციალური ოლიმპიური სპორტი გახდა. პედაგოგიურ ინოვაციებს შორის, რომელსაც კანოს მიაკუთვნებენ, იყო შავ-თეთრი ქამრების გამოყენება, დანების რანგების შემოღება ამ სტილის ორთაბრძოლის წევრთა შორის შედარებითი რანგის საჩვენებლად.
კანო პროფესიული კარიერის განმავლობაში პედაგოგი იყო. მის მნიშვნელოვან პოსტებს შორის იყო განათლების სამინისტროს დაწყებითი განათლების დირექტორი 1898-1901 წლებში, ტოკიოს მაღალი ნორმალური სკოლის პრეზიდენტი 1901-1920 წლებში. მას გადამწყვეტი როლი მიუძღვის ძიუდოსა და კენდოს იაპონური საზოგადოებრივი სკოლების პროგრამაში შეყვანაში 1910-იანებში.
კენო ასევე საერთაშორისო სპორტის პიონერი იყო. ის იყო პირველი აზიელი წევრი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში (1909-1938 წწ.); ოფიციალურად წარმოადგენდა რა იაპონიას თითქმის ყველა ოლიმპიურ თამაშებზე 1912-36 წლებში; და წამყვანი ლობისტი იყო იაპონიის 1940 წლის ილიმპიურ თამაშების გამართვის ადგილის შერჩევის კონკურსში.