კანოვანასი (პუერტო-რიკო)
კანოვანასი (ინგლ. Canóvanas) ― ქალაქი და მუნიციპალიტეტი პუერტო-რიკოში. მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ხუნკოსისა და ლას-პიედრასის ჩრდილოეთით, ლოისის სამხრეთით, კაროლინას აღმოსავლეთით და რიო-გრანდეს დასავლეთით. კანოვანასი მოიცავს 6 ბარიოსა და კანოვანას-პუებლოს (ქალაქის საქმიანი ნაწილი და ადმინისტრაციული ცენტრი). შედის სან-ხუანი-კაგვასი-გვაინაბოს მეტროპოლიტენური სტატისტიკური ტერიტორიის შემადგენლობაში.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
კანოვანასი ესპ. Canóvanas | |||||
| |||||
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები | ||||
რეგიონი | პუერტო-რიკო | ||||
კოორდინატები | 18°22′45″ ჩ. გ. 65°54′05″ დ. გ. / 18.37917° ჩ. გ. 65.90139° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1909 | ||||
ფართობი | 73.12 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 7 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 42 337 (1 აპრილი, 2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||||
საფოსტო ინდექსი | 00729 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.gobierno.pr/OCAM/DirectorioMunicipios/Canovanas.htm | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებაკანოვანასი პუერტო-რიკოს ჩრდილოეთ სანაპირო ვაკეზე მდებარეობს. შემოსაზღვრულია ლოისის, რიო-გრანდეს, ლას-პიედრასის, ხუნკოსის, გურაბოსა და კაროლიანას მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ფართობი 72.8 კმ²-ია.