კანკაი (ცნობილი როგორც კანკაი მაი; ნეპალ. कन्काई नदी, ჰინ. कंकई नदी) — ტრანსსასაზღვრო მდინარე ინდოეთისა და ნეპალის ტერიტორიაზე. მდინარე მაჰანანდის შენაკადი.

კანკაი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ნეპალის დროშა ნეპალი
შესართავი მაჰანანდა
25°52′59″ ჩ. გ. 87°47′53″ ა. გ. / 25.88306° ჩ. გ. 87.79806° ა. გ. / 25.88306; 87.79806
სიგრძე 180 კმ
აუზის ფართობი 1148 კმ²
კანკაი — ინდოეთი
კანკაი
— სათავე, — შესართავი
კანკაი ვიკისაწყობში

სიგრძე დაახლოებით 180 კმ, აუზის ფართობი 1148 კმ².[1] სათავეს იღებს მაჰაბარატის მთებში, ნეპალში, ზღვის დონიდან დაახლოებით 3200 მეტრზე.

მდინარის სახელი კანკაი, წარმოიშვა სანსკრიტული სიტყვისგან KANAKA, რაც ოქროს ნიშნავს. დიდი ხნის წინ ერთ-ერთი წმინდანი მედიტაციის მიზნით დასახლდა მდინარის ახლოს. ერთხელ წმინდანმა წყალში შენიშნა ოქროს ქვები, ამიტომ ამ მდინარეს დაარქვეს „კანაკავატი მაი“ ანუ „ღმერთები ოქროთი“.

სქოლიო რედაქტირება

  1. An overview of glaciers, glacier retreat and subsequent impacts in Nepal, India and China. WWF. ციტირების თარიღი: 2010-05-23.