კამპოტის ზოოპარკი
კამპოტის ზოოპარკი — ზოოპარკი კამბოჯის ქალაქ კამპოტიდან 10 კმ-ში. იგი 1999 წელს დაარსდა და 2000 წელს სენატორმა ნჰიმ ვანდამ გახსნა, რომელმაც 2014 წელს მიისაკუთრა ის და მასთან ერთად ბაიაპის ზოოპარკი, პრეი-ვენგის პროვინციის კამჩაი მეარის რაიონში[1]. კამპოტის ზოოპარკის ფართობი 23 ჰექტარია, რის გამოც იგი სიდიდით მეორე ზოოპარკია კამბოჯაში.
გაიხსნა | 2000 |
---|---|
მდებარეობა | კამპოტი, კამბოჯა |
ტერიტორიის ფართობი | 23 ჰა |
ცხოველების რაოდენობა | 150+ |
სახეობების რაოდენობა | 52 |
2006 წელს, ზოოპარკში ცხოვრობდა 52 სახეობის 150-ზე მეტი ცხოველი, რასაც შემდეგ დაემატა ოთხი ბეჰემოთი, ოთხი ზებრა და რამდენიმე სირაქლემა[2]. 2011 წელს, კამპოტის ზოოპარკი თანამშრომლობდა ფნომ-ტამაოს ბუნების დაცვისა და გადარჩენის ცენტრთან, რათა გაეუმჯობესებინათ ცხოველთა ვოლიერები[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "Official Buys Exotic African Animals for Zoo" დაარქივებული 2016-02-20 საიტზე Wayback Machine. . Cambodia Daily. Accessed March 02, 2014.
- ↑ "Official Buys Exotic African Animals for Zoo" დაარქივებული 2016-02-20 საიტზე Wayback Machine. . Cambodia daily. Accessed March 02, 2014.
- ↑ "Update from Teuk Chhou Zoo" დაარქივებული 2012-10-17 საიტზე Wayback Machine. . Wildlife Alliance. Accessed March 02, 2014.