კამინა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კამინა (ფრანგ. Kamina) — ქალაქი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზემო ლომამის პროვინციაში. 2012 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 156 761 ადამიანს.[1]

კამინა
ფრანგ. Kamina
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია ზემო ლომამის პროვინცია
კოორდინატები 8°44′00″ ს. გ. 25°01′00″ ა. გ. / 8.73333° ს. გ. 25.01667° ა. გ. / -8.73333; 25.01667
ცენტრის სიმაღლე 1095
მოსახლეობა 156 761 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2
კამინა — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კამინა

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი კამინა მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1095 მეტრ სიმაღლეზე.[2]

ტრანსპორტი

რედაქტირება

კამინა არის ქვეყნის მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი. მასზე მოდის სამი სარკინიგზო ხაზი: ჩრდილოოეთით, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით. ქალაქს ასევე აქვს ორი აეროპორტი: სამხედრო[3] და სამოქალაქო[4].

სამხედრო ბაზა

რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კამინაში დაარსდა ბელგიის შეიარაღებული ძალების დიდი სამხედრო ბაზა. 1960 წლის ივნისში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კონგოს მთავრობამ შეინარჩუნა კონტროლი კამინას სამხედრო ბაზაზე, მაგრამ ამავე წლის ოქტომბერში სამხედრო ბაზა გადაეცა გაეროს.[5][6] ბაზა არასდროს ყოფილა თვითაღიარებული სახელმწიფოს კატანგას კონტროლის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ ოკუპირებული იყო მეზობელი ქალაქი კამინავილი.

1964 წლის დასაწყისში, გაერომ კამინის ბაზა გადასცა კონგოს შეიარაღებულ ძალებს.

  1. Congo (Dem. Rep.): largest cities and towns and statistics of their population World Gazetteer
  2. Kamina, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-22.
  3. FZSA-Airport. Great Circle Mapper. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-11.
  4. FZSB-Airport. Great Circle Mapper. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-11.
  5. 500 Troops at Kamina Surrender. Daytona Beach Morning Journal (19 September 1961). ციტირების თარიღი: 2011-05-11.
  6. Quit Congo Again Belgians Told. Montreal Gazette (1 September 1960). ციტირების თარიღი: 2011-05-11.