კამილა სპარვი (შვედ. Camilla Sparv; დ. 3 ივნისი, 1943) — შვედი მსახიობი.

კამილა სპარვი
დაბადების სახელი კამილა სპარვი
დაბადების თარიღი 3 ივნისი 1943
სტოკჰოლმი, შვედეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1965–1993 წწ.
მეუღლე(ები) რობერტ ევანზი (1964-67)
ჰერბერტ ჰუვერ III (1969-79)
ფრედ კოლბერი (1994–დღემდე)
შვილ(ებ)ი 2

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში. სხვადასხვა დროს ითამაშა ფილმებში: „მკვლელის ქუჩაბანდი“ (1966), „უსიამოვნება ანგელოზებთან“ (1966), „დავალება K“ (1968), „მაკენას ოქრო“ (1969), „სწრაფი დაშვება“ (1969), „ბერძენი მაგნატი“(1978) „კაბობლანკო“ (1980) და სატელევიზიო სერიალებში „დეტექტივ როკფორდის დოსიე“, „სიყვარულის ნავი“ და „ჰავაი ხუთი-O“. ინგერ კნუდსონის როლის შესრულებისთვის ფილმში „სასიკვდილო სიმხურვალე კარუსელზე“ (1966) მიენიჭა ოქროს გლობუსი (1967). ერთ დროს დაქორწინებული იყო ამერიკელ კინოპროდიუსერზე რობერტ ევანზზე. მეორე ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. 1994 წელს მესამეჯერ დაქორწინდა. კამილა სპარვი ამჟამად ფილმებში აღარ თამაშობს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება