კამენი-ბროდის პეტრე-პავლეს ეკლესია

პეტრე-პავლეს ეკლესია (რუს. Церковь Петра и Павла) — მართლმადიდებლური ტაძარი კამენი-ბროდში, როსტოვის ოლქი. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

პეტრე-პავლეს ეკლესია
კამენი-ბროდის პეტრე-პავლეს ეკლესია — რუსეთი
კამენი-ბროდის პეტრე-პავლეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კამენი-ბროდი
სასულიერო სტატუსი მოქმედი

1780 წელს სოფელ კამენი-ბროდის გარეუბანში კაზაკები დასახლდნენ. კაზაკებს აღელვებდათ ის ფაქტი, რომ მორწმუნეებს სალოცავი ადგილი არ ჰქონდათ ამიტომ ამ მიზნით 1781 წელს აიგო წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია სოფელ გრუშევსკაიაში[1][2][3]..

1862 წელს საფუძველი ჩაეყარა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის აგებას, რომელიც შენდებოდა ხის მასალით. ეკლესია 1864 წლის 27 აპრილს აკურთხეს, თუმცა 1881 წლის 20 მაისს მეხის დაცემის შედეგად მთლიანად დაიწვა[4].

1885 წელს კვლავ მოხერხდა მისი აღდგენა და ეკლესია აკურთხეს იმავე წლის 10 ნოემბერს. 1905 წელს კი გაფართოვდა და აშენდა სამრევლო სკოლები ქალებისთვის და ვაჟებისთვის.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესია დახურეს. ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია აღარ ფუნქციონირებდა, საბოლოოდ კი 1961 წელს დაიხურა ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ გატარებული ანტირელიგიური კამპანიის პერიოდში. ეკლესიის შენობა ჯერ გამოიყენებოდა სპორტულ დარბაზად, ხოლო შემდეგ შხამ-ქიმიკატები საწყობად.

1990-იან წლებში მიტოვებული ეკლესიის აღდგენა სცადეს თუმცა უსახსრობის გამო ეს იდეა ვერ განხორციელდა. 1997 წელს დაიწყო ტაძრის რეკონსტრუქცია , მაგრამ მალევე შეწყდა და მხოლოდ 2008 წელს განახლდა საბოლოოდ კი მისი აღდგენა მხოლოდ 2013 წელს მოხერხდა[5][6].

  1. Форум сайта "Казачий круг". • Просмотр темы - Станица Грушевская. www.kazachiy-krug.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-03. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  2. Краеведение. nagibinaelena.jimdo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  3. Малов-Бойчевский Павел Георгиевич. Станица Грушевская. samlib.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  4. Вольная Станица • Просмотр темы - станица Грушевская. forum.fstanitsa.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  5. Освящен крест Петропавловского храма хутора Каменный Брод. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  6. „Работа над ошибками“. KR-News.Ru - Информационный портал Ростовской области (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-02-02.