ტურიზმი კამბოჯის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია. 2013 წელს კამბოჯაში ჩასულ ტურისტთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 17.5%-ით გაიზარდა, ხოლო ბიზნეს მოგზაურთა რაოდენობა 47%-ით გაიზარდა.[1]

ანგკორ-ვატს ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი ნახულობს

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (3.3 ქულა)კამბოჯა მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 101-ე ადგილზეა. 2015 წელთან შედარებით კამბოჯამ სიაში 4 ადგილით მაღლა აინაცვლა.[2] 2017 წელს კამბოჯას 4 775 231 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3 130 300 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 655,5$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 1 034 720 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 12.1%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 13.5%-ია.[3] კამბოჯას საუკეთესო მაჩვენებლები მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტიზაციისა (5.1 ქულა, 29-ე ადგილი) და ფასების კონკურენტუნარიანობის (5.1 ქულა, 51-ე ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი მაჩვენებლები გარემოს მდგრადობისა (3.3 ქულა, 130-ე ადგილი) და ბიზნეს გარემოს (3.7 ქულა, 125-ე ადგილი) სვეტებში.[4]

ტურისტული ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
 
ტურისტები ანგკორ-ვატზე.

კამბოჯის მთავარი მარკეტინგული სლოგანია: The Kingdom of Wonder, Feel the Warmth.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები

რედაქტირება

2018 წლის მონაცემებით კამბოჯაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის 3 კულტურული ძეგლი მდებარეობს, რომლებიც ქვეყნის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილებია:

  • ანგკორი — ქმერების ფეოდალური სახელმწიფოს აყვავების პერიოდში, IX-XIII საუკუნეებში შექმნილი არქიტექტურული კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1992 წელს შეიტანეს. ყოველწლიურად ტურისტთა რაოდენობის ზრდის გამო არქეოლოგიურ ძეგლზე უფრო და უფრო დიდ გავლენას ახდენენ, განსაკუთრებით ანგკორის ქვიშაქვით ნაგებ მონუმენტებზე ცოცვისას. არამდგრადი ტურიზმის განვითარების გამო არქეოლოგიური კომპლექსი მნიშვნელოვნად ზიანდება.[5]
  • პრეაჰ-ვიჰეარის ტაძარი — ქმერების იმპერიის დროს აგებული ინდუისტური ტაძრის გამო 1962 წელს კამბოჯა და ტაილანდი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჰააგის სასამართლომ ტაძარი კამბოჯას მიაკუთვნა.[6] 2008 წელს ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს.
  • სამბორ-პრეი-კუკი — არქეოლოგიური კომპლექსის ადგილას VII საუკუნეში ქალაქი იშანაპურა ჩამოყალიბდა,, რომელიც ჩენლის სამეფოს დედაქალაქი გახდა. სამბორ-პრეი-კუკის ტაძრის ზონა, ანტიკური იშანაპურას არქეოლოგიური ძეგლი 2017 წელს იუნესკოს კუტლურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს.

ეროვნული პარკები

რედაქტირება
 
კირირომის ეროვნული პარკი
  • ბოტუმ საკორის ეროვნული პარკი — კამბოჯის ყველაზე დიდი ეროვნული პარკი ტაილანდის ყურის სანაპიროზე მდებარეობს.ეროვნული პარკი 171 250 ჰექტარზეა განლაგებული და კონჰ კონგის პროვინციის სამ რაიონს მოიცავს:კირი საკორს, ბოტუმ საკორსა და კონჰ კონგს. ეროვნულ პარკს კამბოჯის გარემოს დაცვის სამინისტრო განკარგავს.[7]
  • კეპის ეროვნული პარკი — 1993 წელს დაარსებულ ეროვნულ პარკს მხოლოდ 50კმ² ფართობი უჭირავს, სადაც არაერთი ბილიკი და სსალაშქრო ტრასაა გაყვანილი.
  • კირირომის ეროვნული პარკი — კამბოჯის მიერ ოფიციალურად შექმნილი პირველი ეროვნული პარკი გადაჭიმულია კარდამონის მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილზე.[8] ეროვნულ პარკში რამდენიმე პატარა ტბა და ჩანჩქერი მდებარეობს.[9]
  • პნომ კულენის ეროვნული პარკი — 1993 წელს დაარსებული ეროვნული პარკი ტურისტების ყურადღებას ჩანჩქერებით იპყრობს. პარკის ტერიტორიაზე ორი მთავარი ჩანჩქერი მდებარეობს:
    • პირველი ჩანჩქერი, 4-5 მეტრის ჩანჩქერი, რომელიც წვიმის სეზონის დროს 25 მეტრის სიგრძეზე გადმოსჩქეფს.
    • მეორე ჩანჩქერი, რომელიც 15—20 მეტრის სიმაღლისაა და ზვიმის სეზონის დროს დაახლოებით 15 მეტრის სიგრძეზე გადმოსჩქეფს. ჩანჩქერების ზომა სეზონებისა და წვიმის მიხედვით რანჟირებს.
  • პრეაჰ მონივონგ ბოკორის ეროვნული პარკი — კანდამომისმთების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ეროვნული პარკი, რომლის მთების უმეტესობის სიმაღლეც 1000 მეტრს აღემატება. პრეაჰ მოივონტ ბოკორის ეროვნული პარკი ასეანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.[10]
  • რეამის ეროვნული პარკი — ეროვნული პაკი ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით 1993 წელს შეიქმნა. ეროვნული პარკის ბიოლოგიური ღირებულება განსაზღვრულია მისი მდინარეების, ტყეების, მანგროს ტყეების, სანაპიროების, მარჯნის რიფების, ველური ბუნებისა და ზღვის სამყაროს კომბინაციით.
  • ვირაჩეის ეროვნული პარკი — ასეანის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხის კიდევ ერთი ძეგლი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკონსერვაციო სივრცე. ეროვული პარკი 1993 წლის 1 ნოემბერს შეიქმნა და კამბოჯის გარემოს დაცვის სამინისტრო განაგებს.

მუზეუმები

რედაქტირება
 
კამბოჯის ეროვნული მუზეუმი
  • კამბოჯის კულტურული სოფელი — თემატური პარკი და მუზეუმი, რომელიც სიემ რიპში მდებარეობს.[11] კამბოჯის კულტურული სოფელი ქვეყნის ტურიზმის ერთ-ერთი სავიზიტე ბარათია და ადგილობრივი ტურისტებისა და აზიელი ვიზიტორების საყვარელ ადგილს წარმოადგენს.[12] პარკი ცვილის ფიგურების მუზეუმსაც მოიცავს, რომელშიც კამბოჯის კულტურისა და ისტორიის სცენებია წარმოდგენილი.[13]
  • კამბოჯის ეროვნული მუზეუმი — მდებარეობს კამბოჯის დედაქალაქში. ეროვნული მუზეუმი კულტურული ისტორიის ყველაზე დიდი მუზეუმი და მთავარი ისტორიული და არქეოლოგიური მუზეუმია.
  • ტუოლ სლენგის გენოციდის მუზეუმი — დედაქალაქში მდებარე მუზეუმი ქმერების იმპერიის დროს განხორციელებული გენოციდის მოველენებს ასახავს.

გამოქვაბულები

რედაქტირება
  • პნომ ჩნორკი — ინდუისტთა გამოქვაბული-ტაძარი კამპოტის პროვინციაში. ტაძარრი ა.წ. VII საუკუნეში შივას პატივსაცემად აიგო.[14]
  • პნომ სორსია — ბუდისტური კომპლექსი კამპოტის პროვინციაში. პნომ სორსია წმინდა მთად მიიჩნევა.კულტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია ბუდას ორი ქანდაკება თეთრი სპილოს გამოქვაბულის მარჯვნივ.

ინტერნეტ რესურსები

რედაქტირება
  1. Calderon, Justin. (6 May 2013) Asia Hotels In Investor Spotlight. Inside Investor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 6 May 2013.
  2. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ. 116.
  3. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.116.
  4. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.117.
  5. Watson, Paul (July 19, 2008). „Too Much Adoration at Cambodia's Angkor Temples“. Los Angeles Times.
  6. Geography ::Cambodia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-29. ციტირების თარიღი: 2018-12-01.
  7. REPORT 4; Frontier Cambodia, 2010, p.6.
  8. Forbes, Andrew (2006). Insight Compact Guide: Cambodia, pp. 41. APA Publications and GeoCenter International Limited in association with The Discovery Channel ISBN 9789812584854
  9. KampucheaLibre, 23 November 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი 2018.
  10. List of ASEAN Heritage Parks. ASEAN. ციტირების თარიღი: 2009-08-29.
  11. Peter Olszewski, Entering a world of weirdness at the Cambodian Cultural Village, The Phnom Penh Post, 7 May 2010.
  12. Nick Ray and Daniel Robinson, Cambodia, Lonely Planet, 2008. ISBN 978-1-74104-317-4. Page 124.
  13. Sandra Whitworth, Men, Militarism and UN Peacekeeping: A Gendered Analysis. Lynne Rienner Publishers, Inc., 2004. ISBN 1-58826-296-0. Page 69.
  14. DK Travel Guides (1 June 2011). DK Eyewitness Travel Guide: Cambodia & Laos. Dorling Kindersley Limited, გვ. 115. ISBN 978-1-4053-4985-7.