კამა (ინდუიზმი)
კამა (სანსკ. काम kāma ”ვნება”) — ცნება ინდუიზმში, ეროტიკული ვნება, ადამიანის სულიერი ზრდის ერთ-ერთი სტადია.
ბიბლიური რელიგიებისგან განსხვავებით, ინდუიზმი ეროტიკულ, სექსუალურ ვნებას ამორალურობად არ თვლის, კამა ცხოვრებისეული ოთხი ძირითადი ასპექტიდან ერთ-ერთია დჰარმისა (ღვთიური კანონის აღსრულების) და ართას (მატერიალური კეთილდღეობის, სიმდიდრის) გვერდით, რომელიც მოკშათი (ამქვეყნიური არსებობისგან განთავისუფლებით) მთავრდება.
კამას თემაზე შექმნილია ცნობილი ეროტიკული სრულყოფილების ტრაქტატი კამასუტრა.