კამანის ციხე-დარბაზი

კამანის ციხე-დარბაზი — ციხე-დარბაზი სოხუმის მუნიციპალიტეტის სოფელ კამანში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. ციხე აგებულია შუა საუკუნეებში.

ციხე-დარბაზი მდებარეობს სოფელ კამანის აღმოსავლეთით მთიდან გამოშვერილ ტყით დაფარულ ბორცვზე და შედგება ჩრდილო-სამხრეთ ღერძზე განლაგებული ორი ნაგებობისაგან. ჩრდილოეთით მდებარე მოზრდილია და გეგმაში წარმოადგენს წაგრძელებულ სწორკუთხედს. კედლები შემორჩენილია უმეტესად 2 მეტრის სიმაღლეზე. ჩრდილოეთ კედელში შესასვლელია. უხეშად დამუშავებული საპირე ქვები სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა. დაახლოებით ასეთსავე მდგომარეობაშია სამხრეთის, გეგმით კვადრატული ნაგებობა. შესასვლელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. კედლები აქაც დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. წყობა შეძლებისდაგვარად თარაზულია. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს „წმ. ვასილისკოს“ სამარხი. ადგილობრივი მორწმუნე ხალხისთვის ეს ნაგებობა წარმოადგენს სალოცავს.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ციხის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ციხის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Воронов Ю. Н., В мире архитектурных памятников Абхазии, М., 1978

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება