კამანის ეკლესია — მდებარეობს საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში, სოფელ შრომის მახლობლად.

კამანის ეკლესია

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა

რედაქტირება

კამანის ეკლესიის თავდაპირველი მშენებლობა თარიღდება XI საუკუნით. ტაძრის ისტორია დაკავშირებულია წმინდა იოანე ოქროპირის სახელთან, რომელიც კონსტანტინეპოლიდან შავიზღვისპირეთში გადმოასახლეს და ერთ-ერთი ვერსიით აქვე არის დასაფლავებული. ტაძარი წარმოადგენს დარბაზული ტიპის ქვის ნაგებობას, რომელსაც რამდენიმე რესტავრაციის კვალი ეტყობა. XIX საუკუნეში ტაძარი აღადგინეს და იგი ფუნქციონირებდა, როგორც მონასტერი. საბჭოთა კომუნისტური ხელისუფლების წლებში კამანის ტაძარი, ბუნებრივია, არ მოქმედებდა. XX საუკუნის 90-იან წლებში ტაძარს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, კეთილმოაწყო და აქ დედათა მონასტერი დააარსა აფხაზმა მამულიშვილმა იური ანუამ, რომელიც ტაძრის ქართველ წინამძღვართან - მამა ანდრია ყურაშვილთან ერთად რუსეთ-საქართველოს შორის 1993 წლის საომარი მოქმედებებისას დახვრიტეს.

ამჟამინდელი მდგომარეობა

რედაქტირება

ტერიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ძეგლის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა, ტაძარს აღენიშნება ბზარები.

კამანის ეკლესიას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბ., 2015