სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალოუბანი (მრავალმნიშვნელოვანი).

კალოუბანი, კალობანითბილისის ისტორიული გარეთუბნის ერთ-ერთი მიკროუბანი, ასე ეწოდებოდა თბილისის იმ ტერიტორიას, რომელიც ყოფილი პიონერთა სასახლისა და ისტორიის მუზეუმის ირგვლივაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. პლატონ იოსელიანი გადმოგვცემს ლეგენდას, რომლის მიხედვითაც, კალოზე, თემურ-ლენგის შემოსევისას, ბავშვები გაუთელავთ ცხენებით; ზოგიერთის აზრით კი ეს სახელი, ეს სიტყვა „კალაუბნიდან“, ანუ, „კალას უბნიდან“ არის ნაწარმოები. პლატონ იოსელიანი ამ დასახლებას სხვაგვარად განმარტავს: კალოუბნის ეკლესია უწინ მცხეთაშიც ყოფილა. იქ მოთავსებულ ხატზე გაკეთებული წარწერა მიუთითებს, რომ ეკლესია იმ ადგილზე იდგა, რომელიც მეფის კალოს ეკავა. კალოუბნის სახელწოდება სხვაგანაც ყოფილა. ასე რომ, თბილისის უბნისა და ეკლესიის დასახელება ძველად იმ მიდამოებში განლაგებული კალოებისგან უნდა მოდიოდეს. კალოუბანში (ახლანდელი კინოთეატრ „რუსთაველის“ ადგილას) იდგა ადრინდელი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის საყდარი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თ. კვირკველია, „ძველთბილისური დასახელებანი“ (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1985)
  • Иоселиани П. И., Описание древностей города Тифлиса, Тфл., 1866;