კალიქსტუს I (ლათ. Callistus; დ. უცნობია — გ. 11 ოქტომბერი, 222) — რომის პაპი დაახლ. 217–222 წლებში. კათოლიკური ეკლესიის წმინდანი. მან ნათლობის საიდუმლო დაამკვიდრა. მის დროს დადგინდა წმინდა წიგნების ნუსხა, რომელთა შინაარსიც კანონიკურად გამოცხადდა, მანამდე კანონიკურ წიგნად მხოლოდ ძველი აღთქმა ითვლებოდა. ახალ აღთქმაში ოთხი სახარება, პეტრეს, იოანეს, პავლეს წერილები და სხვა წმინდა წიგნები[1]. იგი ეწამა თავისი ქრისტიანული სარწმუნოებისა და რომის კათოლიკური ეკლესიისთვის. ხსენების დღე 14 ოქტომბერი.

კალიქსტუს I
  1. მანანა ჯავახიშვილი, „პაპობის ისტორია შუა საუკუნეებში“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გვ. 10-11, თბ., 2015
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ზეფირინუსი
რომის პაპი

217222
შემდეგი:
ურბან I