კალიფორნიის აფრიკულ ამერიკული მუზეუმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კალიფორნიის აფრიკულ ამერიკული მუზეუმი — მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ექსპოზიციის პარკში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, შეერთებული შტატები. მუზეუმი ყურადღებას ამახვილებს აფრიკელი ამერიკელების კულტურულ მემკვიდრეობასა და ისტორიაზე, გამდიდრებასა და განათლებაზე, ფოკუსირებულია კალიფორნიასა და დასავლეთ შეერთებულ შტატებზე. შესვლა უფასოა ყველა ვიზიტორისთვის. მათი მისიაა "შეისწავლონ, შეაგროვონ, შეინარჩუნონ და ინტერპრეტაცია გაუწიონ აფროამერიკელთა ისტორიას, ხელოვნებას და კულტურას, კალიფორნიასა და დასავლეთ შეერთებულ შტატებზე."[1]

კალიფორნიის აფრიკულ ამერიკული მუზეუმი
34°00′56″ ჩ. გ. 118°16′58″ დ. გ. / 34.015806° ჩ. გ. 118.283000° დ. გ. / 34.015806; -118.283000
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა კალიფორნია
ოფიციალური საიტი http://www.caamuseum.org/
Map

მუზეუმი მასპინძლობს დამოუკიდებელ და ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორც ლექციების ადგილზე, ასევე მის გარეთ. სემინარები, ინოვაციური პროგრამები და პრაქტიკული აქტივობები, რომლებიც ემსახურება საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს, მუზეუმის მფარველებს და ვიზიტორებს.

კალიფორნიის აფრიკულ ამერიკული მუზეუმი დაარსდა კალიფორნიის შტატის მიერ 1977 წელს და პირველად გაიხსნა 1981 წელს, კალიფორნიის მეცნიერებისა და მრეწველობის მუზეუმში (ახლომდებარე კალიფორნიის სამეცნიერო ცენტრი).[2] მუზეუმის პირველი დირექტორი იყო ხელოვნების დამცველი აურელია ბრუკსი, ხოლო პირველი ობიექტი, რომელიც შეიძინა მუზეუმის–ის მუდმივმა კოლექციამ, იყო რიჩმონდ ბართეს მიერ შექმნილი, სამოქალაქო უფლებების დამცველის, დოქტორ მერი მაკლედ ბეთუნის ბრწყინვალე ბრინჯაოს ბიუსტი.

1984 წელს მუზეუმი გადავიდა თავის მუდმივ სახლში, ექსპოზიციის პარკში, ლოს-ანჯელესის ცენტრში, სამხრეთით. 1904-1984 წლებში ინაუგურაციის “შავი ოლიმპიელები“ გამოფენის კურატორი იყო ლონი ბანჩი, რომელიც იყო სმიტსონის აფრიკული ამერიკული ისტორიისა და კულტურის ეროვნული მუზეუმის დამფუძნებელი, დირექტორი.[3]

ახლანდელი მუზეუმის შენობა აშენდა სახელმწიფო და კერძო სახსრებით, დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარით. მუზეუმის დიზაინს ხელმძღვანელობდნენ აფრიკელი ამერიკელი არქიტექტორები, ჯეკ ჰეივუდი და ვინს პრობი.[4] მუზეუმის შენობა გაიხსნა საზოგადოებისთვის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების დროს, 1984 წლის ივლისში. ძირითადი განახლება მოხდა 2001-2003 წლებში.

მუზეუმს უკავია 44,000 კვადრატული ფუტი (4,100 მ 2) შენობა. იგი მოიცავს სამ საგამოფენო გალერეას, თეატრალურ გალერეას, 14,000 კვადრატული ფუტის (1,300 მ 2) ქანდაკების კორტს, საკონფერენციო ცენტრის სპეციალურ ღონისძიებათა დარბაზს, არქივსა და კვლევით ბიბლიოთეკას. კულისებს მიღმა არის ადმინისტრაციული ოფისები, გამოფენის დიზაინი და არტეფაქტების შესანახი ადგილები.

2011 წლის დიზაინერული ფირმის “Huff“ და “Gooden Architects“–ის წინასწარი დაგეგმვით, ხარჯი 67,3 მილიონ დოლარს აღწევდა, იგი გულისხმობდა დიდ გაფართოებასა და რემონტს, რაც მუზეუმის ზომას თითქმის სამჯერ გაზრდიდა.[5]

კოლექციები

რედაქტირება

კალიფორნიის აფრიკულ ამერიკული მუზეუმი არსებობს იმისათვის, რომ შეისწავლოს, შეაგროვოს, შეინარჩუნოს, გაამდიდროს და განმარტოს აფრიკელი ამერიკელების ისტორია, ხელოვნება და კულტურა. მუზეუმი ინახავს 6300-ზე მეტ ხელოვნების ობიექტს, ისტორიულ არტეფაქტს, სამახსოვრო ნივთებს და ასევე შეიცავს კვლევით ბიბლიოთეკას, რომელშიც 20,000-ზე მეტი წიგნი და სხვა საცნობარო მასალებია მოთავსებული, რომლებიც ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი მოხმარებისთვის.

მუდმივი კოლექცია მოიცავს ნახატებს, ფოტოებს, ქანდაკებებს და არტეფაქტებს, რომლებიც წარმოადგენენ აფრიკელი ამერიკელების მრავალფეროვან წვლილს. კოლექცია მოიცავს აფრიკული ხელოვნებიდან XIX საუკუნის ლანდშაფტს. მუდმივ კოლექციასთან ერთად, მუზეუმი მასპინძლობს სპეციალურად დამონტაჟებულ გამოფენებს, როგორიცაა კოლექციები, რომლებიც მუზეუმებიდან მოგზაურობენ.

პროგრამები

რედაქტირება

მუზეუმის განათლების დეპარტამენტი გთავაზობთ პროგრამირების ფართო ღონისძიებებს, რომლებიც შექმნილია ლოს-ანჯელესის უფრო დიდი საზოგადოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.[6] მათი მიზანია უზრუნველყოს, მრავალფეროვანი, გამამდიდრებელი, გასართობი და შემეცნებითი სწავლის პროგრამა, გახდეს მრავალფეროვანი რესურსი თემებისთვის და გააფართოვოს საზოგადოების ინფორმირებულობა აფრიკელი ამერიკელების მხატვრული, ისტორიული და კულტურული წვლილის შესახებ, ასევე შეიცნონ თუ, როგორ იკვეთება სხვა კულტურები აფრიკულ ამერიკულ ისტორიასთან, ხელოვნებასთან და კულტურასთან. ყოველწლიურად შემოთავაზებული პროგრამების რაოდენობა 80-ს აჭარბებს.

მენეჯმენტი

რედაქტირება

კალიფორნიის აფრიკულ ამერიკულ მუზეუმს აქვს ბიუჯეტი დაახლოებით 3.5 $ მილიონი წელიწადში. შესვლა უფასოა. სახელმწიფო გამოყოფს 2,5 მილიონ აშშ დოლარს, გაძლიერებული კერძო, არაკომერციული მუზეუმის ფონდის სახსრებით, რომელსაც ბოლო წლებში წლიური წვლილი და სხვა შემოსავლები აქვს 650,000 $-დან 1,4 $ მილიონამდე.[7]

აღმასრულებელი დირექტორი კამერონ შოუა.[8]

კალიფორნიის ბუნებრივი რესურსების სააგენტო აკონტროლებს კალიფორნიის აფრიკულ ამერიკულ მუზეუმს და კალიფორნიის სამეცნიერო ცენტრს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. California African American Museum - Home Page. ციტირების თარიღი: 2015-04-27
  2. Birth of the California African American Museum in Los Angeles. California Historian. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 16, 2013. ციტირების თარიღი: სექტემბერი 26, 2021.
  3. Mission and History. California African American Museum (2017). ციტირების თარიღი: 2018-02-27[მკვდარი ბმული]
  4. The California African American Museum founded, Date: Fri. 1977-09-30. African American Registry (2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-14. ციტირების თარიღი: 2014-12-14
  5. Mike Boehm (July 18, 2014), African American Museum director Charmaine Jefferson steps down Los Angeles Times.
  6. „CAAM's Exhibition Visibly Invisible Focuses on the Plight of those with Albinism“. Inland Valley News. September 25, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 15, 2014. ციტირების თარიღი: December 14, 2014.
  7. Mike Boehm (July 18, 2014), African American Museum director Charmaine Jefferson steps down Los Angeles Times.
  8. California African American Museum names Cameron Shaw as executive director. ციტირების თარიღი: 2021-02-22