კალისტო (ნიმფა)
კალისტო (ძვ. ბერძნ. Καλλιστώ [Kallisto] — „უმშვენიერესი“) — ლამაზი არკადიელი ფერია, მეფე ლიაკონის, კეტევსის (ნიტქევსის) ასული, არტემიდეს მხლებელი.
კალისტო (ნიმფა) | |
---|---|
იუპიტერი და კალისტო | |
მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია |
სქესი: | მდედრობითი |
მამა: | ლიაკონი და კეტევსი |
შვილები: | არკადი[1] [2] და პანი[3] |
გამოსახულებები |
ქალღმერთივით იმოსებოდა, არტემიდეს დაჰყვებოდა და ეფიცებოდა, შენებრ ქალწულად დავრჩებიო. ზევსმა შეიყვარა, ძალით ვერაფერს გახდა. არტემიდეს სახე მიიღო, ან როგორც სხვები ამბობენ, აპოლონისა და ისე მიუწვა. ამ კავშირის ნაყოფი იყო არკადი. შემდეგ, განრისხებულმა ჰერამ ნიმფა ძუ დათვად აქცია, ან ეს გააკეთა თვით ზევსმა, ეჭვიან ჰერას თვალის ასახვევად. არტემიდემ ჰერას თხოვნით დათვი ძუ დათვი ისრით განგმირა, ზევსმა არქტოსის (ძუ დათვის) სახელით მოათავსა ვარსკვლავთა შორის. თვით ბავშვი, რომელიც ნიმფასთან გააჩინა, ზევსმა არკადიაში ჩაიყვანა, აღსაზრდელად მაიას გადასცა და იმ მხარესაც მისი სახელი ეწოდა.[4] სხვა ვერსიით: არკადმა ნადირობაშ თვალი მოჰკრა დედას, ძუ დათვი ეგონა და მოკვლა დაუპირა, ზევსმა ორივე ვარსკვლავად აქცია და „დიდი ძუ დათვის გუშაგად“ მოათავსა ხარის მწყემსის (მენახირის) თანავარსკვლავედში. კალისტოს სამარე არკადიის ერთ-ერთ გორაკზეა, „არტემიდე კალისტოს“ ტაძართან. ამითაც აშკარაა, რომ კალისტო არკადიელ არტემიდეს ერთ-ერთი სახეა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983, გვ. 239
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Любкер Ф. Callisto // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 239.
- ↑ 2.0 2.1 Любкер Ф. Arcas // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 126.
- ↑ 3.0 3.1 Hederich B. Benjamin Hederichs ehemal. Rect. zu Großenhayn gründliches mythologisches Lexicon / Hrsg.: J. J. Schwabe — 1724.
- ↑ აპოლოდ. 3, 8, 2; ევრიპ., „ორესტეს“ სქოლ.; ჰერ., პლატ., არისტ.