კალიროე (თანამგზავრი)
კალიროე (ძვ. ბერძნ. Καλλιρρόη), იუპიტერ XVII, S/1999 J 1 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის პასიფაეს ჯგუფში.
აღმოჩენა
რედაქტირებაკალიროე აღმოაჩინეს 1999 წლის 6 ოქტომბერს ასტრონომებმა ტიმოთი სპარმა, ჯეიმს სკოტმა, რობერტ მაკმილანმა, ჯეფ ლარსენმა, ჯო მონტანმა, არიანა გლისონმა და ტომ გერელსმა Spacewatch პროგრამის ფარგლებში. თავდაპირველად ციური სხეული შეცდომით მიიღეს ასტეროიდად (1999 UX18).[1][2] 2000 წლის 18 ივლისს ტიმოთი სპარმა დაადგინა, რომ საუბარია იუპიტერის ახალ თანამგზავრზე, რომელმაც შემდეგ მიიღო დროებითი აღნიშვნა S/1999 J 1.[3][4]
თანამგზავრს სახელი ეწოდა განიმედეს დედის კალიროეს პატივსაცემად, ბერძნული მითოლოგიიდან.
ორბიტა
რედაქტირებაკალიროე იუპიტერის ირგვლივ სრულ ბრუნვას აკეთებს საშუალოდ 24102000 კმ მანძილზე 759 დღეზე ნაკლებ დროში. ეკუთვნის პასიფეს ჯგუფს. ორბიტა რეტროგრადულია; აქვს დახრილობა 147.1° და ექსცენტრიულობა 0.283.
ფიზიკური მახასიათებლები
რედაქტირებაკალიროეს საშუალო დიამეტრი დაახლოებით 7 კმ-ია. სიმკვრივე უხეშად შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე, ვინაიდან თანამგზავრი სავარაუდოდ შედგება ძირითადად სილიკატური ქანებისგან. ზედაპირი ძალიან მუქია: მისი ალბედო არის 0.04. ვარცკვლავიერი სიდიდე 20.8 მm.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- 17th Moon of Jupiter Discovered დაარქივებული 18 October 2019 საიტზე Wayback Machine.
- Spacewatch S/1999 J 1
- Spacewatch discovery picture
სქოლიო
რედაქტირება- ↑ New moon of Jupiter found. SpaceFlight Now (University of Arizona News Release). ციტირების თარიღი: 2009-07-23.
- ↑ MPS 7418 (Minor Planet Circulars Supplement); not available on-line
- ↑ Brian G. Marsden. (2000-07-20) IAUC 7460: S/1999 J 1. IAU. ციტირების თარიღი: 2005-11-22
- ↑ MPEC 2000-Y16: S/1975 J 1 = S/2000 J 1, S/1999 J 1 2000-12-19 (discovery and ephemeris)