კალას სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული კომპლექსი
კალას სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული კომპლექსი (აზერ. "Qala" Dövlət Tarix-Etnoqrafiya Qoruğu) — მუზეუმების კომპლექსი ბაქოში, აზერბაიჯანში. კომპლექსი აერთიანებს სამ სხვადასხვა ტიპის მუზეუმს: არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის, სასახლის მუზეუმსა და სიძველეთა მუზეუმს. იმის გამო, რომ მუზეუმები ფართო ტერიტორიას მოიცავს, ადმინისტრაცია მნახველებს ტრანსპორტით მომსახურებას სთავაზობს. მუზეუმების მოსანახულებლადაზერბაიჯანულენოვანი, რუსულენოვანი, ინგლისურენოვაი, გერმანულენოვანი და ფრანგულენოვანი ტურები ეწყობა.[1]
აღწერა
რედაქტირებაკომპლექსი 1,5 ჰექტარზეა განლაგებული და ძველი აზერბაიჯანის კედლის მხატვრობის ნიმუშებს, სამეთუნეო ნაწარმის, საყოფაცხოვრებო მოხმარების საგენბის, ძვირფასეულობის, იარაღებისსა და მონეტების კოლექციებს მოიცავს.[2] კომპლექსში ათასობით წლის წინ აგებული 2000-ზე მეტი არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლია.
კომპლექსი 2008 წელს ჰეიდარ ალიევის ფონდის ეგიდით დაარსდა. კომპლექსი მდებარეობს კალაში, ბაქოდან 40 კმ-ის მოშორებით და რაიონის სახელს ატარებს. კალას სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული კომპლექსი აფშერონის ნახევარკუნძულის ისტორიას ეძღვნება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად კომპლექსში ანტიკური ხანიდან მოყოლებული შუა საუკუნეებამდე ხანაში აზერბაიჯანელი ხალხის ცხოვრების სურატის დანახვაა შესაძლებელი.[1]
კომპლექსში აღმოჩენილია XVIII საუკუნით დათარიღებული თონე, ორი მიწისქვეშა გასასვლელი, რომელიც X და XV საუკუნეებს მიეკუთვნება. გარდა ამისა, ნაპოვნია ძველი სახლები, ცხოველთა ტყავისგან დამზადებული მოძრავი კარვები, ქვისა და ჩალის გუმბათიანი სახლები და სამეთუნეო ნაწარმი. კომპლექსში მისულ მნახველებს ზემოთ ჩამოთვლილ ნიმუშებისთვის ფოტოების გადაღება და შეხებაც შეუძლიათ.[1][3]
კომპლექსში 243 ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი (მეჩეთი, ანტიკური ხანის საცხოვრებელი სახლები, აბანოები) არის დაცული. აღმოჩენილია 400 წლის ფისტაშკის ხეები, ლეღვისა და ზეთისხილის ხეები.[4]
2008 წელს ჰეიდარ ალიევის ფონდის ინიციატივით, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მუზეუმების კომპლექსი ღია ცის ქვეშ გაიხსნა. აფშერონის ნახევარკუნძულზე აღმოჩენილი არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლები შეაგროვეს და კომპლექსში მოუყარეს თავი.
კომპლექსში შესაძლებელია ცხვრის ძვლისა და ქვისგან დამზადებული ხელსაწყოების, ანტიური ხალიჩებისა და ხალიჩების დასამზადებლად გამოყენებული ძველი ხელსაწყოების, წინსაფრების, ტანსაცმლის, მაკრატლებისა და დანების დათვალიერებაც.
აფშერონის ნახეარკუნძულის აღმოსავლეთით არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის კლდის მხატვრობის ნიმუშები. კალას სოფელში სამი აბანოა: შორის, გუმისა და ბაირამალის აბანო. შორის აბანო სოფლის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა, მარილიანი ტბის მახლობლად.
-
დოქი, ანტიკური პერიოდი
-
დოქი, ძვ. წ. II–I ათასწლეული
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 [[#CITEREF|]]
- ↑ Gala State Historical and Ethnographic Preserve. Carp Guide. ციტირების თარიღი: 18 June 2017.
- ↑ EXCURSION TO GALA RESERVE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 2019-10-26.
- ↑ Ethnic tour in "Gala" museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-16. ციტირების თარიღი: 2019-10-26.