კალათბურთი ისრაელში პოპულარული სპორტის სახეობაა მრავალრიცხოვანი პროფესიონალური საკლუბო ლიგის სისტემით; ისრაელს ჰყავს მამაკაცთა და ქალთა ეროვნული ნაკრებები.

კალათბურთი ისრაელში
Basketball Israel.png
უმაღლესი ორგანო ისრაელის საკალათბურთო ასოციაცია
ქვეყანა/რეგიონი ისრაელი

პროფესიონალური ლიგის სტრუქტურარედაქტირება

ისრაელის საკალათბურთო პრემიერლიგარედაქტირება

Ligat HaAl იგივე ისრაელის საკალათბურთო პრემიერლიგა ისრაელში მაღალი დონის საკალათბურთო ლიგაა; ქვეყნის უმაღლეს საკალათბურთო ჩემპიონატად სწორედ იგი მიიჩნევა. დაარსდა 1954 წელს და დღეს, ლიგაში 12 გუნდი ასპარეზობს.

ახლანდელი მდგომარებოით პრემიერლიგაში ასპარეზობს შემდეგი გუნდები: აპოელ გილბოა გალილი, ბნეი ჰარზლია, აპოელ ეილატი, აპოელ გილბოა გალილი, აპოელ ჰოლონი, აპოელ იერუსალემი, აპოელ თელ-ავივი, მაკაბი აშდოდი, მაკაბი ჰაიფა, მაკაბი რიშონ ლეზიონი, მაკაბი თელ-ავივი და მაკაბი კირატ გატი.

ლიგა ლეუმიტირედაქტირება

ლიგა მოიცავს 14 კლუბს.

ლიგა ლეიმიტი ისრაელში მეორე დონის საკალათბურთო შეჯიბრია. სეზონის ბოლოს 8 გუნდი პლეი-ოფში გადის. პირველ გაუნდში კლუბები საუკეთესო-სამეულის-წესით თამაშობენ. ორი გუნდი რომელიც სეზონს ცხრილის ბოლოში დაასრულებს ლიგა არტზიტიში ქვეითდება.

ლიგა არტზიტირედაქტირება

ლიგა არტზიტი ქვეყანაში მესამე დონის საკალათბურთო ჩემპიონატია. ლიგაში შედის 24 კლუბი (დაყოფილია ორ ნაწილად, თითო ნაწილში 12 კლუბით). სეზონის ბოლოს თითოეული ნაწილიდან ცხრილის სათავეში მყოფი კლუბი ლიგა ლეუმიტში გადადის, ხოლო ის ორი კუბი რომელიც ცხრილის ბოლოში მოექცევა ლიგა ალეფში ქვეითდება.

ლიგა ალეფირედაქტირება

ლიგა ალეფი არის ისრაელის მეოთხე და ყველაზე დაბალი დონის ჩემპიონატი.

სახელმწიფო თასებირედაქტირება

ისრაელის საკალათბურთო სახელმწიფო თასირედაქტირება

ისრაელის საკალათბურთო სახელმწიფო თასი არის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ისრაელში (ლიგა HaAl-ის შემდეგ). ტურნირმა სტარტი 1956 წელს აიღო; მას უძღვება IBA. ტურნირის ფორმატი მოიცავს რაუნდებს, რომლებიც შედგება ერთი თამაშისგან (გამარჯვებული წინ მიიწევს, ხოლო დამარცხებული კონკურსს ეთიშება). აღნიშნული ტურნირი ყველაზე მეტჯერ მაკაბი თელ-ავივის აქვს მოგებული (43-ჯერ).

ისრაელის საკალათბურთო ლიგის თასირედაქტირება

ისრაელის საკალათბურთო ლიგის თასი არის წინასასეზონო საკალათბურთო ტურნირი, რომელიც 2006 წლიდან იმართება. იგი იმართება ლიგა HaAl-ის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე.

ისრაელის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებირედაქტირება

 
ისრაელის ოლიმპიური საკალათბურთო ნაკრები 1952 წელს.

კაცთა და ქალთა საკალათბურთო გაერთიანებული ნაკრები მსოფლიოში 55-ე,[1] ხოლო ევროპაში 23-ე ადგილს იკავებს.[2]

კაცთარედაქტირება

ისრაელის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები არის კაცთა საკალათბურთო გუნდი, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმოადგენს.

ისრაელის ნაკრებს ევრობასკეტში 28-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული. მათი საუკეთესო მიღწევა იყო 1979 წელს ვერცხლის მედალი, 1953 და 1977 წლებში მეხუთე ადგილი. ფიბას კოეფიციენტის მიხედვით ისრაელი ამჟამად 37-ეა მსოფლიოში,[3] ხოლო 14-ე ევროპაში (ივლისი, 2014).[4] ისრაელი იყო აღნიშნული ტურნირის მასპინძელი 2017 წელს.[5]

ქალთარედაქტირება

ისრაელის ეროვნული ქალთა საკალათბურთო ნაკრები არის ქალთა საკალათბურთო გუნდი, რომეიც წარმოადგენს ისრაელს საერთაშორისო ჩეჯიბრებებში.

ქალთა ნაკრები მსოფლიოში 36-ე,[6] ხოლო ევროპაში 16-ეა.[7] (ივლისი, 2014)

აღნიშნულმა ნაკრებმა ქალთა ევრობასკეტში 6-ჯერ იასპარეზეს, თუმცა მედლის მოპოვება ვერ მოახერხეს. მათ საუკეთესო შედეგი 1991 წელს დააფიქსირეს: აღნიშნულ ტურნირში მე-8 ადგილი დაიკავეს.[8]

არენებირედაქტირება

 
იერუსალემის არენა (პაის არენა იერუსალემი)

ქვეყანაში არის შვიდი ძირითადი და დიდი საკალათბურთო არენა; ესენია:

ისრაელის საკალათბურთო ასოციაციარედაქტირება

ისრაელში კალათბურთის ოფიციალური მმთარველი ორგანოა ისრაელის საკალათბურთო ასოციაცია (IBA). ორგანიზაცია მეთვალყურეობს სპორტის ყველა ასპექტს, მათ შორის:

  • გუნდებისა და მოთამაშეების რეგისტრაცია,
  • ლიგის წესები,
  • ლიგის გრაფიკი,
  • მატჩის შედეგების დამოწმება,
  • მსაჯთა და სტატისტიკოსთა სერთიფიკაცია,
  • ეროვნული ნაკრები.

IBA-ს კავშირი აქვს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორებიცაა ფიბა და ევროლიგა კალათბურთი (კომპანია, რომელიც აწესრიგებს ევროლიგას).[9]

სქოლიორედაქტირება

  1. FIBA World Ranking Presented by NIKE, combined - FIBA.basketball en. ციტირების თარიღი: 2017-12-11
  2. FIBA World Ranking Presented by NIKE, combined - FIBA.basketball en. ციტირების თარიღი: 2017-12-11
  3. FIBA World Ranking Presented by NIKE, men - FIBA.basketball en. ციტირების თარიღი: 2017-12-11
  4. FIBA World Ranking Presented by NIKE, men - FIBA.basketball en. ციტირების თარიღი: 2017-12-11
  5. Finland, Israel, Romania and Turkey To Host FIBA EuroBasket 2017 - FIBA Europe. fibaeurope.com. ციტირების თარიღი: 5 July 2016.
  6. Finland, Israel, Romania and Turkey To Host FIBA EuroBasket 2017 - FIBA Europe. fibaeurope.com. ციტირების თარიღი: 5 July 2016.
  7. FIBA World Ranking Presented by NIKE, women - FIBA.basketball en. ციტირების თარიღი: 2017-12-11
  8. „Israeli Basketball, News, Teams, Scores, Stats, Standings, Awards - eurobasket“. www.eurobasket.com. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
  9. IBA Official Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-27. ციტირების თარიღი: 2019-12-07.