კალაბოსო
კალაბოსო (ესპ. Villa de Todos los Santos de Calabozo) — ქალაქი ვენესუელაში, გუარიკოს შტატში. კოლონიურ პერიოდში ის კარაკასის პროვინციის დედაქალაქი იყო, ერთ დროს კი გუარიკოს შტატის. გარკვეულ პერიოდში იგი მირანდას შტატის ტეროტორიაზეც მდებარეობდა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კალაბოსო Calabozo | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი | გუარიკო | ||||
კოორდინატები | 8°56′00″ ჩ. გ. 67°26′00″ დ. გ. / 8.93333° ჩ. გ. 67.43333° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1724 წ, 1 თებერვალი | ||||
ფართობი | 138 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 325 მ | ||||
მოსახლეობა | 153.231 კაცი (2007) | ||||
სატელეფონო კოდი | 0246 | ||||
ოფიციალური საიტი | calabozodigital.com | ||||
ქალაქში განლაგებულია რომანულ-კათოლიკური კალაბოსოს არქისაეპისკოპოსო.
კალაბოსო მდებარეობს ფართო ლიანოს (ვაკე) შუაგულში, მდინარე გუარიკოს მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 325 მეტრზე, კარაკასიდან 123 მილის დაშორებით. წვიმიან სეზონზე ვაკე ხშირად იტბორება.
ქალაქის მიდამოებში მრავლადაა თერმული წყაროები. მოსახლეობა ძირითადად ჩაბმულია მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მოშენებაში. ქალაქი კარგად ნაგებია, ურთიერთგადამკვეთი ქუჩებითა და რამდენიმე ძველი, კოხტა ეკლესიით. მნიშვნელოვანია ქალაქის კომერციული როლი, რაც განპირობებულია მესაქონლეობის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობით.
მიჩნეულია, რომ იგი თავდაპირველად ინდიელთა ქალაქი იყო, რომელიც მოგვიანებით, 1730 წელს კომპანია გიპუსკოანა დე კარაკასის (Compañía Guipuzcoana de Caracas) ერთ-ერთი სავაჭრო სადგური გახდა. ვენესუელის სხვა ქალაქების მსგავსად, XIX საუკუნის განმავლობაში კალაბოსოც ნელა იზრდებოდა. 1820 ესპანელთა ძალები აქ დაამარცხეს რევოლუციონერებმა სიმონ ბოლივარისა და ხოსე ანტონიო პაესის მეთაურობით.