კაკჩიკელი (ესპ. Kaqchikel[1]) — მაიას ხალხების ერთ-ერთი ხალხი ცენტრალური გვატემალის მაღალმთიანეთში.

კაკჩიკელების ოჯახი

მაიას პოსტკლასიკურ პერიოდში, კაკჩიკელის ხალხის მთავარი შტოს დედაქალაქი იყო იშიმჩე. მეზობელი კიჩეს ხალხის მსგავსად, კაკჩიკელსაც ოთხი მმართველი მართავდა, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ადმინისტრაციულ, სამხედრო და რელიგიურ საკითხებზე. კაკჩიკელები საკუთარ ისტორიას წერდნენ წიგნში „კაკჩიკელების ანალები“.

კაკჩიკელის ენაზე მოსაუბრე კიდევ ერთი ხალხი იყო ჩახომა, რომელთა დედაქალაქიც იყო დღეს ნანგრევების სახით შემორჩენილი მიშკო-ვიეხო.

1524 წელს, ქალაქი იშიმჩე ესპანელმა კონკისტადორმა პედრო დე ალვარადომ დაიპყრო. ამ პერიოდში, კაკჩიკელები მეზობელ კიჩეს ხალხს ემტერებოდნენ და ესპანელებს მათ დაპყრობაში ეხმარებოდნენ, შემდეგ კი მათი დაპყრობის ჯერიც დადგა. 1524 წლის 25 ივლისს, იშიმჩეს სიახლოვეს დაარსდა გვატემალის პირველი კოლონიური დედაქალაქი ტეკპან-გვატემალა. კაკჩიკელის ხალხის რამდენიმე აჯანყების შემდეგ, 1527 წლის 22 ნოემბერს დედაქალაქი ანტიგუა-გვატემალის მახლობლად, ქალაქ სიუდად-ვიეხაში გადაიტანეს.

კაკჩიკელის ენაზე, რომელიც მაიას ენებს მიეკუთვნება, დღეს 400 000 ადამიანი საუბრობს. ამჟამად ისინი ძირითადად სოფლის მეურნეობით ირჩენენ თავს, მათი კულტურა კი მაიასა და ესპანური კულტურების ნაზავია.

2002 წლის აღწერის მონაცემებით, სულ 832 968 კაკჩიკელი ცხოვრობდა.[2]

  1. Baily, John (1850). Central America; Describing Each of the States of Guatemala, Honduras, Salvador, Nicaragua, and Costa Rica. London: Trelawney Saunders, გვ. 83. 
  2. According to the official 2002 census: XI Censo Nacional de Población y VI de Habitación (Censo 2002) - Pertenencia de grupo étnico. Instituto Nacional de Estadísticas (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 June 2008. ციტირების თარიღი: 2008-05-27. The Summer Institute of Linguistics (SIL) mentions a different number [1]