ანტიგუა-გვატემალა
ანტიგუა-გვატემალა (ესპ. Antigua Guatemala) — ქალაქი გვატემალაში, საკატეპეკესის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 1533 მეტრზე, მოსახლეობა 34685 კაცი (2007 წლის აღწერით).
ანტიგუა-გვატემალა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გვატემალა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა |
კოორდინატები | 14°34′00″ ჩ. გ. 90°44′00″ დ. გ. / 14.56667° ჩ. გ. 90.73333° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1979 (მე-3 სესია) |
ნომერი | 65 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 65 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ქალაქი 1527 წელს დააარსა კონკისტადორმა პედრო დე ალვარადომ და უწოდა სანტიაგო-დე-ლოს-კაბალიეროსი. 1542 წელს დასახლება გაანადგურა ღვარცოფმა, რომელიც წარმოიქმნა ვულკან აგუას ამოფრქვევის შედეგად (დღეს მის ადგილზე მდებარეობს სოფელი სიუდად-ვიეხა ანუ "ძველი ქალაქი"). პროვინციის დედაქალაქი გადაიტანეს იქ, სადაც დღეს ანტიგუა-გვატემალა მდებარეობს.
1979 წელს ანტიგუა-გვატემალა გახდა ლათინური ამერიკის ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელიც იუნესკომ შეიყვანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ანტიგუა-გვატემალის ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ანტიგუა-გვატემალა“ ვიკისაწყობში.
- ანტიგუა-გვატემალა, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Antigua Information and Directory site in English
- Official Site in Spanish დაარქივებული 2012-02-29 საიტზე Wayback Machine.
- Travel guide დაარქივებული 2021-05-08 საიტზე Wayback Machine.
- Panoramic 360° Pictures of Antigua Guatemala