კაკაშტლა
კაკაშტლა – არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში, ტლასკალას შტატში.
კაკაშტლა ოლმეკ-შიკალანკებით დასახლებული რეგიონის დედაქალაქი იყო. ოლმეკ-შიკალანკების არსებობა არ არის დადასტურებული რაიმე უტყუარი საბუთით, შესაძლოა ეს იყვნენ მაიას მოსახლეები, რომლებიც აქ ჩვ.წ. 400 წელს ცენტრალური მექსიკის ტერიტორიიდან მოვიდნენ.
ტერმინი ოლმეკ-შიკამალკა პირველად მე-16 საუკუნეში იხმარა ისტორიკოსმა დიეგო მუნიოს კამარგომ, თუმცა როგორც ჩვენ დღეს ვიცით, ოლმეკების კულტურა მოისპო ჯერ კიდევ ძვ.წ. 400 წელს, ანუ 800 წლით ადრე.
ჩვ.წ. 600-750 წლებში, ქალაქ ჩოლულას დაცემის შემდეგ, კაკაშტლა ჩაერთო ტლასკალა-პუებლის ხეობის ჰეგემონობისათვის ბრძოლაში. ჩვ.წ. 900 წელს, მისი ძალაუფლება საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ სადღაც 1000 წელს, ქალაქი მიტოვებულ იქნა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Cacaxtla at INAH დაარქივებული 2009-12-07 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- Proyecto La pintura mural prehispánica en México, UNAM
- Tour by Mexico დაარქივებული 2010-11-30 საიტზე Wayback Machine.
- INAOEP დაარქივებული 2007-06-01 საიტზე Wayback Machine.