კაკასხიდის მღვიმე

მღვიმე საქართველოში, იმერეთის მხარეში

კაკასხიდის მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკასხიდის მიდამოებში. მდებარეობს სოფელ კაკასხიდის სამხრეთით, მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრზე. მღვიმის მახლობლად მდინარე ხანისწყალზე დღემდე ფუნქციონირებს, საფრანგეთში XIX საუკუნეში გუსტავ ეიფელის ქარხანაში ჩამოსხმული რკინის საავტომობილო ხიდი, რომელიც „ზეკრის ხეობას“ ბაღდათის სოფლებთან აკავშირებს.

კაკასხიდის მღვიმე
კოორდინატები: 41°58′25″ ჩ. გ. 42°55′12″ ა. გ. / 41.97361° ჩ. გ. 42.92000° ა. გ. / 41.97361; 42.92000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 600 მ
შეფარდებითი სიმაღლე 185 მ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა
კაკასხიდის მღვიმე — საქართველო
კაკასხიდის მღვიმე
კაკასხიდის მღვიმე — იმერეთის მხარე
კაკასხიდის მღვიმე

მღვიმის აღმოჩენა

რედაქტირება

კაკასხიდის მღვიმე დაფიქსირებულია თსუ-ის ექსპედიციის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი (ექსპედიციის ხელმძღვანელი), თსუ-ს მაგისტრანტი მერი გუგეშაშვილი და თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგები: გეოგრაფიის დოქტორი ზაზა ლეჟავა და ლაბორანტი გიორგი ჩართოლანი. ექსპედიციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერი გოჩა ხორავა და ბაღდათის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა გორგოძე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება