ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კაკაო - უალკოჰოლო სასმელი, რომელიც შეიცავს კაკაოს, ძროხის, თხის ან სხვა რძეს ან წყალს და შაქარს. შავი ან მწარე შოკოლადის გამდნარი ფირფიტის ან ფხვნილის შემცველ კაკაოს ცხელი შოკოლადი ეწოდება, ის გამოირჩევა ნაკლებად ტკბილი გემოთი და უფრო სქელი კონსისტენციით. ცხელი შოკოლადი მზადდება რძეხე, შეიძლება დაემატოს ზეფირი ან ათქვეფილი ნაღები, ვანილი, დარიჩინი, ზოგ ქვეყანაში ყველი, ჯემი, თაფლი, სიმინდის ფქვილი. ჩვეულებრივი კაკაოს დამზადების პროცესი უფრო მარტივი და ნაკლებად ძვირია, ის მზადდება კაკაოს ფხვნილით, შესაძლოა, წყალზე, შეიძლება ცხელად ან ცივად გაიცეს, ითვლება საუზმის სასმელად. ნიგერიაში კაკაოს შოკოლადის ჩაისაც უწოდებენ, რადგან ნიგერიაში ხანდახან ნებისმიერ საუზმის სასმელს ჩაის უწოდებენ.

პირველ კაკაოს მაიას ტომი 2000-2500 წლის წინ ამზადებდა დაზელილი კაკაოს მარცვლების, წყლის, წიწაკის და სხვა ინგრედიენტების შერევით. არსებობს მოსაზრება, რომ კაკაო მაიას ტომზეც უფრო ძველია. სასმელი ცივი და მწარე იყო და რიტუალებში იყენებოდა. შოკოლადი მაიას ტომში ყველა სოციალური კლასისთვის იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ მდიდრები კაკაოს უფრო დიდი ჭურჭლით სვამდნენ, რომელიც შემდგომში მათთან ერთად იმარხებოდა. ერთ-ერთ სამარხში ნაპოვნი იყო კაკაოს აღმნიშვნელი გლიფი და შოკოლადის სასმელის ნახატი.[1] მაღალი სტატუსის მაჩვენებელი შოკოლადი აცტეკებისთვის იყო. კაკაოს დაბალი სტატუსის ადამიანის მიერ დალევა ცუდ ნიშნად ითვლებოდა.აცტეკები კაკაოს ვანილს უმატებდნენ და მომზადებას დაპყრობილ ხალხს აბარებდნენ. რადგან ამერიკებში შაქარი ჯერ არ იყო სასმელს მწარე გემო ჰქონდა და ცივად ილეოდა.[2] ესპანელი დამპყრობლები და მისიონერები მას აღწერდნენ, როგორც მწარე და უსიამოვნო გემოს მქონე სასმელს.[3]

ესპანელმა დამპყრობელმა კორტესმა ესპანეთში დაბრუნებისას ამერიკებიდან ჩამოიტანა შოკოლადი და მის მოსამზადებლად საჭირო ნივთები. ამის შემდეგ იგი ჯერ ესპანეთის სამეფო ოჯახის და არისტოკრატიის წარმომადგენლების შორის, შემდეგ კი მთელ ევროპაში გავრცელდა, დაიწყო მისი გაცხელება და შაქრით დატკბობა, იცვლებოდა ინგრედიენტები, რადგან ბევრი ტრადიციული ამერიკული სუნელი და მცენარე ევროპაში არ იყო ხელმისაწვდომი. თვითონ კაკაოს ხეც მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში იზრდებოდა და კაკოს მარცვლები ფუფუნებად ითვლებოდა. ესპანეთის სამეფო ოჯახის ქალებს შოკოლადს მზითვშიც ატანდნენ. თანდათაკაკაო პოპულარული გახდა მთელი ევროპის არისტოკრატიულ წრეში.[4] მე-19 საუკუნეში შოკოლადის ბატონების და ფირფიტების გამოგონების შემდეგ კაკაოს ცხელი შოკოლადი გამოეყო - აქამდე ორივე ტერმინი ერთ სასმელს ნიშნავდა, ასევე იხმარებოდა "თხევადი შოკოლადი" ან "დასალევი შოკოლადი". დღეს კაკაო პოპულარულია მთელ მსოფლიოში.

სარგებელი და საფრთხე ჯანმრთელობისთვის

რედაქტირება

16-19 საუკუნეებში კაკაო სხვადასხვა წყაროს მიხედვით ცხელების, აგრესიის და ცუდი გუნების, გულის, თირკმელის ან კუჭის პრობლემების წამლად ითვლებოდა. ზოგი თანამედროვე კვლევა მიგვითითებს კაკაოს სარგებლობაზე გულისთვის და სისხლის მიმოქცევისთვის ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობის გამო.[5] კაკაოს მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხე უკავშირდება შაქრის და ცხიმების მაღალ შემცველობას. მის მოხმარებას ⁷ კათოლიკური ეკლესიაც ეწინააღმდეგებოდა.

წყაროები

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაკაო_(სასმელი)“-დან