კაზაკ ბულანოვის წისქვილი

კაზაკ ბულანოვის წისქვილი (რუს. Мельница казака Буланова) — სამრეწველო არქიტექტურის დღემდე შემონახული ნიმუში, მდებარეობს ქალაქ აზოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. აგებულია XX საუკუნის დასაწყისში.

კაზაკ ბულანოვის წისქვილი
Мельница казака Буланова
კოორდინატები 47°06′03″N 39°26′19″E / 47.1007° ჩ. გ. 39.4385° ა. გ. / 47.1007; 39.4385
მდებარეობა აზოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია
მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100188000

წისქვილი ააგეს 1905 წელს გიმნაზიის ქუჩისა (ამჟამად მშვიდობის ქუჩა) და კირსანოვის შესახვევის (ამჟამად ზოია კოსმოდემიანსკაიას პროსპექტი) გადაკვეთაზე. პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ ეს კაზაკ ნ. ნ. ბულანოვის კუთვნილება იყო, მიეკუთვნება 1912 წელს. 1925 წელს წისქვილის ტერიტორიაზე ორთქლის მანქანის დამონტაჟების გამო ააგეს ერთსართულიანი შენობა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაწილობრივ დაზიანდა და ჩამოიქცა. შენობის აღსადგენი სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა 1952 წელს. ახალი წისქვილის შემადგენლობაში შედის სამი სხვადასხვა პერიოდის და სხვადასხვა ტიპის ნაგებობა. ნაგებობები აგებული იყო 1950-1980 წწ. წისქვილის კომპლექსის მთავარი რქიტექტურული ელემენტია თავად წისქვილი. წისქვილის შენობას დასავლეთ ფასადზე მშვიდობის ქუჩის მხრიდან ეკვრის ორსართულიანი აგურის შენობა. ჩრდილოეთის ფასადის მხარეს დგას რთული დაგეგმარების ერთსართულიანი სამანქანე დარბაზი.

არქიტექტურული თვალსაზრისით წისქვილის ფასადი გაფორმებულია არქიტექტურული დეკორით, რომელიც განეკუთვნება ეკლექტიკის აგურის სტილის რაციონალურ მიმდინარეობას.

2000 წელს როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის დადგენილების შესაბამისად ძეგლს მიანიჭეს რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი და აიყვანეს სახელმწიფო დაცვის ქვეშ[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Администрация города Азова - Мельница казака Буланова. gorodazov.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-24.