კაზაკები (რუს. Казаки) — მონუმენტალური კომპოზიცია ქალაქ ვოლგოდონსკის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში. დგას ვოლგა-დონის არხის № 15 შესასვლელთან. მონუმენტი შეიქმნა 1953 წელს არქიტექტორ ლეონიდ პოლიაკოვისა და მოქანდაკე გიორგი მოტოვილოვის პროექტის მიხედვით. რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1960 წლის 30 აგვისტოს № 1327 დადგენილების შესაბამისად ძეგლი შეიტანეს სახელმწიფო მნიშვნელობის ძეგლების სიაში. სკულპტურული ქანდაკება „კაზაკები“ წარმოადგენს ვოლგოდონსკში და ვოლგოდონსკის რაიონში ერთადერთ ძეგლს, რომელსაც აქვსრუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ქანდაკება სიმბოლურად გამოხატავს ყუბანის კაზაკთა კავალერიის კორპუსის გმირობას დიდი სამამულო ომის პერიოდში და ზოგადად დონელი კაზაკების საბრძოლო დიდებას[1].

კაზაკები
Казаки
კოორდინატები 47°32′31″N 42°09′55″E / 47.542° ჩ. გ. 42.1652° ა. გ. / 47.542; 42.1652
მდებარეობა ვოლგოდონსკი, რუსეთი
არქიტექტორი ლ. პოლიაკოვი
მოქანდაკე გიორგი მოტოვილოვი
მასალა სპილენძი
სიმაღლე 9 მ
თარიღდება 1953
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110042000

სკულპტურული კომპოზიცია დგას ორ მაღალ კოშკოვან კვარცხლბეკზე, რომელიც დგას ვოლგა-დონის არხის № 15 გასასვლელის ორივე ნაპირზე. მათზე კი ცხენზე ამხედრებული კაზაკების ძეგლები დგას. ორივე კვარცხლბეკი შესრულებულია ადრეული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. ძეგლის მემორიალურ დაფაზე არის წარწერა:

 
„Здесь в августе 1942 года стояли насмерть, защищая ворота Кавказа, гвардейцы Кубанского казачьего корпуса, удивив мир своей стойкостью и величием духа.“

კაზაკები გამოსახულნი არიან უკანა ფეხებზე შემდგარ ცეხენებზე მჯდომარენი. ერთ-ერთი კაზაკი ხმალს იქნევს ქვემოთ, მეორეს კი იგი უჭირავს თავს ზემოთ[1]. იმის გამო, რომ კაზაკების ძეგლი ფედერალური მნიშვნელობის ძეგლად არის აღიარებული, მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო და სხვა ტიპის სამუშაოები, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. გარდა ამისა აკრძალულია ყველა სახის სარეკლამო და საინფორმაციო სტენდის გაკეთება და ხეების მოჭრა ძეგლის გარშემო[2].

  1. 1.0 1.1 Памятник «Донские казаки». Донской туризм. Ростовская область. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-01. ციტირების თარიღი: 2017-01-16.
  2. «Казаки» на судоходном канале в Волгодонске попали в особо охраняемую зону. Блокнот. ციტირების თარიღი: 2017-01-16.