კავკასიური ბზუალა
კავკასიური ბზუალა (ლათ. Carabus scabrosus caucasicus) — მწერი ხეშეშფრთიანების (ხოჭოების) რიგის ბზუალა ხოჭოების ოჯახისა. ხორკლიანი ბზუალას ქვესახეობა.[1] 35–55 მმ სიგრძის ხოჭოა, ზურგი ლურჯი-იისფერი აქვს, ზოგჯერ მომწვანო შეფერილობის, მუცელი შავი, ბზინვარე, გვერდები კი — ლურჯი. დაფარულია უხეშნაოჭიანი ან მსხვილი მარცვლოვანი სტრუქტურით. ბინადრობს ზ. დ. 1500–1800 მ. გავრცელებულია კავკასიის, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის, ჩრდილოეთ ირანის რეგიონებში. ეტანება უმთავრესად ფართოფოთლოვან, იშვიათად – შერეულ ტყეებს, ასევე ბაღებსა და პარკებს. ბზუალა აქტიური მტაცებელია, იკვებება მუცელფეხიანი მოლუსკებით, წვიმის ჭიებით, მწერების მატლებით, მუხლუხებით. ხოჭო ეწევა ღამის ცხოვრებას, გამრავლების პერიოდში აქტიურია დღისითაც, განსაკუთრებით — გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. გვხვდება მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. იზამთრებენ ზრდასრული ხოჭოები, მატლები ვითარდებიან ზაფხულში. გადაშენების გზაზე მდგომი მწერია.[2]
კავკასიური ბზუალა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Carabus scabrosus caucasicus (Adams, 1817) | |||||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Reck, N.; Chaladze, G. (2004). „Checklist of the Ground Beetles (Coleoptera, Carabidae) of Georgia“. Proceedings of the Institute of Zoology (ინგლისური). 22: 127–154. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ სხირტლაძე ი., კავკასიური ბზუალა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 449.