კავკასიის ოლქი (რუს. Кавказский область; 10 აგვისტო, 18222 მაისი, 1847) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. ადმინისტრაციული ცენტრი სტავროპოლი.

კავკასიის ოლქის 1828 წლის გერბი
კავკასიის ოლქის რუკა 1825 წელი

კავკასიის ოლქი წარმოიქმნა 1822 წლის 10 აგვისტოს კავკასიის გუბერნიის ბაზაზე[1].

1827 წლის 6 (18) თებერვალს კავკასიის გუბერნიის ბაზაზე ფორმირდა კავკასიის ოლქი. შედგებოდა ოთხი ოკრუგისაგან: გიორგიევსკის, კიზლარის, მოზდოკისა და სტავროპოლის[2].

1828 წლის 22 ნოემბერს დამტკიცდა კავკასიის გუბერნიის გერბი[3]. გუბერნიის გერბი წარმოადგენდა ორად გაყოფილ ფარს. ზედა ნახევარში ოქროსფერ ფონზე წარმოდგენილია კავკასიის მთაზე მჯდომარე ორთავიანი არწივი, რომელსაც ცალ ხელში გვირგვინი უკავია, ფეხებთან პრომეთეს გაწყვეტილი ჯაჭვია მოთავსებული. ქვედა ნახევარში კი ციხფერ ფონზე თეთრ ცხენზე ამხედრებული კავკასიის მთიელი მეომარია წარმოდგენილი, რომელიც მწვანე ბილიკზე მიჰქრის და თან მშვილდს ესვრის მდევრებს. შორს მოჩანს კავკასიის თოვლისნი მთები.

1847 წლის 2 მაისს კავკასიის ოლქის ბაზაზე შეიქმნა სტავროპოლის გუბერნია[4].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება