კავკასიის არქეოგრაფიული კომისია
კავკასიის არქეოგრაფიული კომისია (რუს. Кавказская археографическая комиссия) — რუსეთის იმპერიის სამეცნიერო ორგანიზაცია 1864-1917 წლებში.
ისტორია
რედაქტირებადაარსდა თბილისში კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის ბარონ ალექსანდრე ნიკოლაის ინიციატივით 1864 წლის აპრილში. კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის დანიშნულება იყო შეეკრიბა, შეესწავლა და გამოსაცემად მოემზადებინა კავკასიის უმაღლესი მმართველობის არქივის მასალა, რომელსაც უნდა წარმოედგინა კავკასიაში რუსეთის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მფლობელობის ისტორია. არქივს თავდაპირველად ერქვა მთავარმართებლის კანცელარიის არქივი, 1845 წლიდან — კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის არქივი, ხოლო 1859 წლიდან — მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს არქივი. კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის განკარგულებაში იყო არქივმცოდნეების მთელი შტატი, რომელიც თავს უყრიდა და სწავლობდა ისტორიულ მნიშვნელობის საქმეებს. საარქივო მასალის მოწესრიგება, ჯერ კიდევ 1843 წელს დაევალა საქართველოს მთავარმართებლის გენერალ ალექსანდრ ნეიდგარდტის განკარგულებით შედეგენილ კომისიას. კავკასიის არქეოგრაფიულმა კომისიამ 20 წლის შემდეგ უკვე მოწესრიგებული არქივი ჩაიბარა და გამოსაცემად ძირითადად მეფის რუსეთის მფლობელობის დადებითი მხარეების ამსახველი მასალა შეარჩია. ამგვარი მუშაობის შედეგად ბევრი საყურადღებო დოკუმენტი ვერ მოხვდა კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის მიერ გამოსაცემად შერჩეულ აქტებში, მაგრამ ის, რაც გამოიცა, დიდმნიშვნელოვანია კავკასიის ისტორიისათვის. კავკასიის არქეოგრაფიული კომისიამ გამოსცა 12 ტომი. კომისიის მუშაობაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით კომისიის პირველ თავმჯდომარეს ადოლფ ბერჟეს და პირველ მუდმივ წევს ნ. ბერძნიშვილს (ბერძენოვი).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. I, Тифлис, 1866, ст. III-X
- Полиевктов М., А., Кавказская археографическая комиссия и её наследие в Центтральном архиве ССР Грузии, «საისტორიო მოამბე», 1925, ტ. 2;
- კიკვიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 305.