კავკაზსკი ვესტნიკი
„კავკაზსკი ვესტნიკ“ (რუს. „Кавказский вестник“) — ყოველკვირეული სამეცნიერო-ლიტერატურილი ჟურნალი; გამოდიოდა 1900–1905 წლებში თბილისში რუსულ ენაზე. „კავკაზსკი ვესტნიკის“ განყოფილებები იყო: კავკასიის ქრონიკა; ქართული ცხოვრება, ლიტერატურა, პრესა; სომხური ცხოვრება, ლიტერატურა, პრესა; აზერბაიჯანული ცხოვრება, ლიტერატურა; აღმოსავლეთის მიმოხილვა; ბიბლიოგრაფია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 299.