კავალერიის სახლები (პეტერგოფი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კავალერიის სახლები.

კავალერიის სახლები (რუს. Кавалерские дома) — ისტორიული შენობების კომპლექსი პეტერგოფში. სახლები აშენებული 1799–1801 წლებში. აღნიშნულ შენობებს მინიჭებული აქვთ ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი სტატუსი. მდებარეობს პრავლენსკოის ქუჩის გასწვრივ.

კავალერიის სახლები
Кавалерские дома
კოორდინატები 59°52′57″N 29°54′39″E / 59.88244° ჩ. გ. 29.910868° ა. გ. / 59.88244; 29.910868
მდებარეობა პეტერგოფი, რუსეთი
არქიტექტორი ფრანც ბროუერი
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1799-1801
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810411000

არსებული სახლები აშენდა არქიტექტორ ფრანც ბრაუერის მიერ, სასამართლო თანამდებობის პირთა და ტექნიკური პერსონალისთვის. თავდაპირველად აქ იდგა ხის სახლები, რომელიც დაპროექტებული იყო 1732 წელს მ. ზემცევის მიერ. შემდგომში ისინი ჩანაცვლდა ქვის სახლებით. განსაკუთრებული ადგილი უკავია სახლს კოშკით, რომელიც გადაჰყურებს სანქტ-პეტერბურგის პროსპექტს. კოშკის კომპლექსში, განთავსებული იყო ზარი, რომელიც აუწყებდა მოსახლეობას დღის დასაწყისს. თავდაპირველად იყო ხის კომპლექსი, შემდეგ აშენდა ქვისგან. შეინარჩუნეს კოშკი, სადაც განთავსებული იყო ზარი. დიდი სამამულო ომის დროს ერთ-ერთი სახლი განადგურდა, მისი უწინდელი ადგილი ახლა მოედანზეა. XIX-XX საუკუნეებში შენობა გამოყენებული იყო სხვადასხვა საჭიროებებისათვის, აქ განთავსებული იყო სასახლის გამგეობა, შემდეგ კი პეტერგოფის სასახლეთა დირექტორატი, მუზეუმები.

2005 წლის 9 სექტემბერს პეტერგოფის 300 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიების ფარგლებში სახლის კოშკი გაიხსნა. დღეს სახლი ნაწილობრივ რჩება საცხოვრებლად. სახლის ფასადი გლუვია, აქვს გრძელი კუთხის ფანჯრები. სახლებს არ აქვს დეკორი. სახლების რეკონსტრუქციის შემდგომ შენარჩუნდა ფასადების და ინტერიერის თავდაპირველი იერსახე. ამჟამად, სახლების საერთო ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება