კაენის აღდგომა
კაენის აღდგომა (ინგლ. Raising Cain) — ბრაიან დე პალმას მიერ გადაღებული 1992 წლის ამერიკული მხატვრული კინოფილმი. მთავარ როლებში მონაწილეობენ: ჯონ ლითგოუ, ლოლიტა დავიდოვიჩი და სტივენ ბაუერი. წარმოადგენს ფსიქოლოგიურ თრილერს. ფილმის სიუჟეტი მიმართულია ორი ძირითადი პრომლემის მიმართ — ექიმების ექსპერიმენტული მოქმედება საკუთარი პაციენტების მიმართ და პიროვნების გაორება. ფილმის პრემიერა გაიმართა აშშ-ში 1992 წლის 7 აგვისტოს.
„კაენის აღდგომა“ | |
---|---|
რეჟისორი | ბრაიან დე პალმა |
პროდიუსერი | გეილ ენ ჰარდი |
სცენარის ავტორი | ბრაიან დე პალმა |
როლებში |
ჯონ ლითგოუ ლოლიტა დავიდოვიჩი სტივენ ბაუერი |
კომპოზიტორი | პინო დონაჯიო |
სტუდია | Universal Pictures |
გამოსვლის თარიღი | 1992 |
ხანგრძლივობა | 91 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ექიმი ფსიქოლოგი ატარებს ექსპერიმენტს, რომელიც მიმართულია პიროვნების გაორების მიმართ. ექიმს ჰყავს შვილი, რომელიც ასევე ფსიქოლოგი ხდება. ექიმმა იმდენი მოახერხა, რომ საკუთარ შვილს დამართა ფსიქიკის განსაკუთრებული გადახრა — პიროვნების მრავლობითი გაორება. ამასთან ერთად ექიმი ექსპერიმენტს სხვა ადამიანებზეც ატარებს.