კაბახიმაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლი თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე, იუკატანის შტატში. სახელწოდება მომდინარეობს მაიას ენიდან და ნიშნავს "ძლიერ ხელს". მისი ალტერნატიული სახელია კაბაუაკანი.

ნიღბების ტაძარი
ნიღბების ტაძარი (დეტალი)

ეს ტერიტორია დასახლებული იყო ძვ. წ. III საუკუნეში. აქ არსებული არქიტექტურის უმრავლესობა აგებულია ჩვ.წ. VII-XI საუკუნეებში. კაბახი მოსახლეობის მიერ მიტოვებულ იქნა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ იუკატანს ესპანელები დაიპყრობდნენ.

კაბახის ყველაზე ცნობილი სტრუქტურაა ე.წ. "ნიღბების სასახლე", რომლის ფასადიც დეკორირებულია წვიმის ღმერთი ჩააკის ასამდე ქვის ნიღბით. წვიმის ღმერთის ეს ნიღბები მრავლადაა ახლომდებარე სხვა სტრუქტურებზეც.

კომპლექსი კიდევ მრავალ მაიას სტილის სასახლეს შეიცავს, პატარ-პატარა დაბალ შენობებსა და პირამიდა-ტაძრებს.

კაბახი პირველად 1843 წელს აღწერეს მეცნიერებმა ჯონ ლოიდ სტეფენსმა და ფრედერიკ კატერვუდმა.

1993 წელს კაბახი იუკატანის სახელმწიფო პარკად გამოცხადდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება