კაარტა
კაარტა — ბამბარას ხალხთა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი დასავლეთ სუდანში (თანამედროვე მალის ტერიტორიაზე). წარმოიქმნა XVII საუკუნის ბოლოს ბაულესა და სენეგალის შუამდინარეთში, ბამბარას მიგრაციისა და მათ მიერ ავტოქთონური მოსახლეობის (მიწათმოქმედი სონიკე და მესაქონლე-მომთაბარე ფულბე) დამორჩილების შედეგად. კაარტის მოსახლეობა ძირითადად დაკავებული იყო მიწათმოქმედებით, აგრეთვე საშუამავლო მონებით ვაჭრობით. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში განუწყვეტლივ ომებს აწარმოებდა მეზობელი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების (სეგუ, ბელედუგუ, ხასო) წინააღმდეგ. 1854 წელს დაიპყრეს ტუკულერებმა ხაჯ ომარის მეთაურობით. 1857 წელს არსებობა შეწყვიტა. 1892 წელს კაარტის ტერიტორია ფრანგული სუდანის შემადგენლობაში შევიდა.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Каарта // Большая российская энциклопедия. т. 12. — М., 2008. — стр. 303.