კომპანია „იჯიესი“ — ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია.

იჯიესი განაგებს თუჯის ჩამომსხმელ საწარმოს, სადაც შეიძლება ჩამოისხას ნებისმიერი მარკის თუჯის სხმულები წონით 0.5 კგ-დან 3000 კგ-მდე. საწარმოს ძირითადი დანადგარია გერმანული წარმოების საყალიბე-საჩამომსხმელო ავტომატური ხაზი — „გიზაგი“. ამჟამად წარმოებული ძირითადი პროდუქციაა საკანალიზაციო ჭის სახურავები და სანიაღვრე ცხაურები, რაც მთლიანად მიეწოდება შიდა ბაზარს. გარდა აღნიშნულისა, კომპანიას შეუძლია სხვადასხვა დასახელების პროდუქციის წარმოება (მის მიერაა დამზადებული საქართველოში საბაღე სკამების 80%, სამების ტაძრის ლამპიონები და სხვადასხვა დეკორატიული ღობეები).

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება