იცუკუსიმის ტაძარი
იცუკუშიმის ტაძარი (იაპონ. 厳島神社) — სინტოისტური აკლდამა იცუკუშიმას კუნძულზე ქალაქ ჰაცუკაიჩიში, ჰიროსიმას პრეფექტურა, იაპონია. 1996 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. იაპონიის მთავრობის მიერ გამოცხადებულია ეროვნულ საგანძურად.
იცუკუსიმის სინტოისტური ტაძარი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
იცუკუშიმას ტაძრის ტორი - ადგილის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა წყალზე ტივტივის შთაბეჭდილებას ტოვებს | |
ქვეყანა | იაპონია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 34°17′45″ ჩ. გ. 132°19′11″ ა. გ. / 34.29583° ჩ. გ. 132.31972° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1996 (მე-20 სესია) |
ნომერი | 776 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ტაძარი VI საუკუნეში იღებს დასაბამს, ხოლო დღევანდელი ფორმით 1168 წლიდან მოდის, როდესაც მისთვის თანხა დიდგვაროვანმა ტაირა ნო კიომორიმ გაიღო. აკლდამის მშენებლობა, რომელიც უბეზე ჯებირების მსგავსი სტრუქტურებისგან შედგება, გამოწვეული იყო კუნძულის წმინდა ადგილად შერაცხვით. უბრალო ხალხს ამ კუნძულზე ფეხის დადგმის უფლება არ ჰქონდათ და შესაბამისად ნავით უნდა მიეცურათ ჭიშკრის გავლით, რომელიც წყალზე მოტივტივეს შთაბეჭდილებას ტოვებს.
იცუკუშიმას ტაძრის დრამატული ჭიშკარი — ტორი — იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულის ტურისტული სანახაობაა, ხოლო ხედი ჭიშკარზე კუნძულის მთა მისენის წინ კი იაპონიის სამ უმთავრესთა შორის ითვლება. ჭიშკარი აქ 1168 წლიდან არსებობს, თუმცა ამჟამინდელი 1875 წლით თარიღდება. კამფორის ხისგან დამზადებული ჭიშკარი 16 მეტრია სიმაღლეში და ოთხ ფეხზე დგას დამატებითი სიმაგრისთვის. ჭიშკარი მცურავის შთაბეჭდილებას მხოლოდ მოქცევის პერიოდში ტოვებს. მიქცევისას მხოლოდ შლამი რჩება და მასთან ფეხით მისვლაც არის შესაძლებელი.
ტაძრის სიწმინდის დაცვა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ 1878 წლამდე მის ტერიტორიაზე მშობიარობა ან გარდაცვალება აკრძალული იყო. დღემდე დაკრძალვა კუნძულზე აკრძალულია. 2004 წლის 5 სექტემბერს ტაძარი მნიშვნელოვნად დააზიანა ტაიფუნმა. სახურავი და ჯებირები ნაწილობრივ განადგურდა, რის გამოც ტაძარი დროებით დაიხურა. თუმცა ამჟამად ის უკვე გახსნილია მნახველთათვის, აღდგენითი სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობს. ტრადიციისამებრ მნახველები ჭიშკრის საყრდნების ღრიჭოებში ხურდა ფულს დებენ და სურვილს იფიქრებენ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირება-
აკლდამის ნაგებობებიც წყალზეა აშენებული.
-
ტაძრის ტორი ახლოდან
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- UNESCO World Heritage description
- Official Website of Miyajima Tourism დაარქივებული 2012-10-09 საიტზე Wayback Machine.
- Miyajima დაარქივებული 2016-08-20 საიტზე Wayback Machine. Guide including Itsukushima Shrine
- იცუკუსიმას ტაძარი — იაპონიის ეროვნული არქივი დაარქივებული 2008-03-09 საიტზე Wayback Machine.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 776 ინგლ. • რუს. • ფრ. |