იშტვან ფრიდრიხი
იშტვან ფრიდრიხი (უნგრ. István Friedrich; 1 ივლისი, 1883, მალაცკი, სლოვაკეთი — 25 ნოემბერი, 1951, ბუდაპეშტი) — უნგრელი პოლიტიკოსი. უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის დამხობის შემდეგ 1919 წლის 23 აგვისტოდან 24 ნოემბრამდე იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და ამავდროულად ასრულებდა უნგრეთის სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას. საბჭოთა მმართველობის დროს დაპატიმრებული იყო, როგორც კონტრრევოლუციონერი. 1919 წლის 6 აგვისტოს მონაწილეობდა სახელმწიფო გადატრიალებაში, რის შემდეგაც დაინიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად. პარალელურად იყო უნგრეთის თავდაცვის მინისტრი 1920 წლის 15 მარტამდე. უნგრეთის პარლამენტის წევრი იყო 1920-1939 წლებში. 1951 წელს მატიაშ რაკოშის რეჟიმის დროს დააპატიმრეს, სავარაუდოდ გარდაიცვალა ციხეში.