იშტვან პელი — (ინგლ. Istvan Pely; დ. 1974, აშშ) — ამერიკელი ვიდეო თამაშების მხატვარი, რომელსაც მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთი განთქმული თამაშების შექმნაში, როგორებიც არის „The Elder Scrolls IV: Oblivion“, „The Elder Scrolls V: Skyrim“, „Fallout 3“ და „Fallout 4“.

იშტვან პელი
დაბადების თარიღი 1974
ეროვნება ამერიკელი
პროფესია ვიდეო თამაშების ინდუსტრია
საქმიანობა ვიდეო თამაშების მხატვარი
აქტიური 1995-დღემდე
დამსაქმებელი Bethesda Game Studios
ცნობილი ნაშრომები Fallout 3
Fallout 4

მას ვიდეო თამაშებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა, მას შემდეგ, რაც მამამ აჩუქა Apple IIe-ის პერსონალური კომპიუტერი. პელის პირველი ნამუშევარი იყო ვიდეო თამაში „Majestic Part I: Alien Encounter“.[1]

დღესდღეობით იშტვან პელი არის ვიდეო თამაშების მწარმოებელი კომპანიის, Bethesda Game Studios-ის თანამშრომელი.

თამაშები რედაქტირება

წელი ნამუშევარი როლი
1995 Majestic Part I: Alien Encounter პროდიუსერი, რეჟისორი, გრაფიკა, პროგრამისტი
1998 Symbiocom დიზაინი, გრაფიკა, პროგრამირება
1999 Zero Critical დიზაინი, გრაფიკა, პროგრამირება
2001-2004 Movkup 3D-CG-Mechanical-Conceptual
2006 The Elder Scrolls IV: Oblivion მხატვარი
2008 Fallout 3 წამყვანი მხატვარი
2011 The Elder Scrolls V: Skyrim დამატებითი გრაფიკის დიზაინი
2015 Fallout Shelter სამხატვრო დირექტორი
2015 Fallout 4 წამყვანი მხატვარი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება