იშქელის ტბა
იშკელის ტბა (არაბ. بحيرة اشكل) — ტბა ჩრდილოეთ ტუნისში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს სიახლოვეს. ტბა და იშკელის ეროვნული პარკის ვეთლენდები მნიშვნელოვანი გაჩერებაა ყოველწლიურად ასეულ ათასობით გადამფრენი ფრინველისთვის. მათ შორის არიან იხვები, ბატები, ყანჩები და ვარდისფერი ფლამინგოები. 1980 წელს პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა, მაგრამ 1996 - 2006 წლებში ის შედიოდა საფრთხის ქვეშ მყოფ ძელგთა სიაში, რადგან ტბის მასაზრდოებელ მთავარ მდინარეზე დამბის აშენებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ტბისა და ვეთლენდების ეკოლოგიური ბალანსი.
იშკელის ეროვნული პარკი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | ტუნისი | |
ტიპი | ბუნებრივი | |
კრიტერიუმები | x | |
სია | [1] | |
რეგიონი** | არაბული სახელმწიფოები | |
კოორდინატები | 37°10′00″ ჩ. გ. 9°40′00″ ა. გ. / 37.16667° ჩ. გ. 9.66667° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1980 (მე-4 სესია) | |
ნომერი | 8 | |
საფრთხის ქვეშ | 1996-2006 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 8 ინგლ. • რუს. • ფრ. |
იმის გამო, რომ დამბამ შეამცირა ტბაში მტკნარი წყლის ჩადინების რაოდენობა, მტკნარი წყლის არაერთი მცენარე სიმლაშის მოყვარულმა ჩაანაცვლა. ამ ცვლილებამ მნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედა გადამფრენ ფრინველებზე, რომლებიც ამ მცენარეებს საკვებად იყენებდნენ.
იუნესკოს ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, ტუნისის მთავრობამ გააუქმა მტკნარი წყლის შემაკავებელი ზოგიერთი ჯებირი, შესაბამისად იკლო მარილიანობამ, რის შემდეგაც 2006 წელს, იუნესკომ ობიექტი საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიიდან ამოიღო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- UNESCO website
- WCMC datasheet დაარქივებული 1997-07-10 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- ACST Photos: Exploring Lak Ichkeul