იშვიათ მიწათა ელემენტები
იშვიათ მიწათა ელემენტები — ელემენტთა პერიოდული სისტემის მესამე ჯგუფის ქიმიური ელემენტები: სკანდიუმი , იტრიუმი , ლანთანი და ლანთანოიდები. თავისუფალ მდგომარეობაში იშვიათ მიწათა ელემენტები ლითონებია. სახელი „იშვიათ მიწათა“ უწოდეს იმის გამო, რომ იშვიათად გვხვდება დედამიწის ქერქში, ამასთან მათი ჟანგეულები წყალში პრაქტიკულად უხსნარია, რისთვისაც ადრე „მიწებს“ უწოდებდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 287.