იყალთოს ღვთისმშობლის ეკლესია

იყალთოს ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ იყალთოს სამხრეთით, ცაცხვების კორომში. წმინდა გიორგის ეკლესიის მახლობლად. სავარაუდოდ, თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ტლანქად, სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. კარის გადახურვა ჩამონგრეულია, დარბაზი კვადრატულია. აღმოსავლეთიდან მას ერთვის არაწესიერი კონქით გადახურული, გეგმით ნახევარწრიული აფსადი, რის ცენტრშიც მოწყობილია მცირე ზომის ბრტყლად გადახურული სარკმელი, გვერდებში კი, თითო. სარკმლის ქვეშ დგას მოზრდილი ოთკუთხა ტრაპეზი. აფსიდის თაღი ოდნავ გაბრტყელებული ნახევარწრის ფორმისაა. მსგავსი ფორმა ჰქონდა კამარასაც, რის ნაწილები დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს შემორჩა ეკლესიის სამხრეთ კედელი კი 1,4- 1,6 მ სიმაღლეზეღა დგას.

ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია რიყის ქვით ნაწყობი, თაროსებრი ლავგარდნის მცირე მონაკვეთი.

ლიტერატურა

რედაქტირება