იქს-ადამიანების წარმოშობა: სამურავი
იქს-ადამიანების წარმოშობა: სამურავი (ინგლ. X-Men Origins: Wolverine) — 2009 წლის ფილმი სუპერგმირებზე, დაფუძნებული Marvel Comics-ის გამოგონილ პერსონაჟზე, სამურავზე. იგი 2009 წლის 28 აპრილს გამოვიდა ნიდერლადებში, მსოფლიო მასშტაბით კი იმავე წლის პირველ მაისს. ფილმის რეჟისორი გევინ ჰუდია, მონაწილეობენ კინოვარსკვლავები: ჰიუ ჯეკმენი, სამურავის როლში, ლივ შრაიბერი, დენი ჰიუსტონი, რაიან რეინოლდსი და სხვები. ფილმი იქს-ადამიანების ტრილოგიის პრიკველს წარმოადგენს. იგი მოგვითხრობს სამურავის სასტიკი, ძალადობით სავსე წარსულის შესახებ. მასში გაშუქებულია იქს-ადამიანებამდე 10-17 წლის წინანდელი მოვლენები, სამურავსა და ვიქტორ კრიდს, აგრეთვე პოლკოვნიკ უილიამ სტრაიკერს შორის არსებულ ურთიერთობები, როდესაც მუტანტი გაწევრიანებული იყო გუნდ X-ში. ფილმში გაშუქებულია, თუ როგორ შეიყვანეს სამურავის სხეულში მეტალი ადამანტიუმი, იქს-იარაღის შექმნის მიზნით. გადაღებები ძირითადად ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
„იქს-ადამიანების წარმოშობა: სამურავი“ | |
---|---|
რეჟისორი | გევინ ჰუდი |
პროდიუსერი |
ჰიუ ჯეკმენი ლორენ შალერ დონერი რალფ უინტერი ავი არადი |
სცენარის ავტორი | დევიდ ბენიოფი |
როლებში |
ჰიუ ჯეკმენი ლივ შრაიბერი დენი ჰიუსტონი |
კომპოზიტორი | ჰარი გრეგსონ-უილიამსი |
ოპერატორი | დონალდ მაკალპინი |
სტუდია | 20th Century Fox |
გამოსვლის თარიღი |
ავსტრალია და ახალი ზელანდია 30 აპრილი, 2009 გაერთიანებული სამეფო და ჩრდილო ამერიკა 1 მაისი, 2009 |
ქვეყანა |
აშშ ახალი ზელანდია ავსტრალია |
ენა |
ინგლისური |
ბიუჯეტი | $150 მილიონი[1] |
შემოსავალი | $373 062 864[1] |
წინა |
იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა |
შემდეგი |
იქს-ადამიანები: პირველი კლასი (როგორც „იქს-ადამიანების“ სერიის ნაწილი) სამურავი: უკვდავი (როგორც პერსონაჟის ინდივიდუალური ფილმი) |
მიუხედავად იმისა, რომ ჰიუ ჯეკმენმა კრიტიკოსების მხრიდან ქება დაიმსახურა, საერთო ჯამში ფილმმა მათი მოლოდინი ვერ გაამართლა. საერთო შემოსავალი მიახლ. 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
მონაწილეობენ
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „X-Men Origins: Wolverine (2009)“. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 24-03-2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება)