იქსიონი

პერსონაჟი ბერძნული მითოლოგიიდან

იქსიონი (ძვ. ბერძნ. Ἰξίων, Ἰξίονος; ლათ. Ixion) — პერსონაჟი ბერძნული მითოლოგიიდან. არესის ან ფლეგიასის ძე, ლაპითების ან ფლეგიელთა მეფე, პეირითოეს მამა, დიას ქმარი.

იქსიონი


სქესი: მამრობითი[1]
მამა: Aeton[2] , Antion[2] , არესი[2] [3] , Phlegyas[2] [3] [4] და Leonteus
მეუღლე: დია
შვილები: Abas, პეირითოე[5] [6] , კენტავრი და Tisadia
გამოსახულებები

როცა სიმამრმა დეიონევსმა სიძეს დაპირებული საჩუქრები მოსთხოვა, აქსიონმა მოხუცი შინ მიიწვია და საკირეში ჩააგდო, რითაც შელახა ყველა კანონ-წესი. არავინ ისურვა ამ შეცოდებისაგან მისი განწმენდა. მაშინ თვითონ ზევსმა იკისრა ეს, ჩამოაშორა ერინიები და ღმერთების საკრებულოზეც კი მიიწვია. უღირსმა მეფემ ოლიმპოზეც გამოავლინა უმადურობა და უხამსობა, თვით ჰერა შეიყვარა. ზევსმა გაუგო და სარეცელში ჰერას ნაცვლად ღუბლისაგან შექმნილი ჰერას გამოსახულება — ნეფელე დაუწვინა. ასე განაგრძო იქსიონმა ჰერას აჩრდილთან ცხოვრება. ამ კავშირის ნაყოფი იყო კენტავრების მოდგმა. მხოლოდ ქვესკნელში დაისაჯა საკადრისად ტანტალოსივით თავხედი აქსიონი: ხელ-ფეხით გაუკრავთ ცეცხლის ბორბალზე და შეისვენებლივ ბრუნავს ცოცხლოვან წრეში. ეს თითქოს ჰომეროსის შემდეგ მოხდა, მისი პოემები იქსიონს ქვესკნელში დასჯილად არ გვიჩვენებენ. ვერგილიუსი სხვა ბოროტ დამნაშავეთა შორის აქცევს ჰადესში, ტინი კლდე თავზე უნდა დაემხოს.

ბოროტი იქსიონი ხატოვან თქმაში ირონიულ პერსონაჟად დარჩა: „საბრალო იქსიონი, ქალღმერთის ნაცვლად ღრუბელს ეხვევაო“, იტყვიან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983, გვ. 234
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #1102380962 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 https://archive.org/stream/roscher1/Roscher21IK#page/n389/mode/2up
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Любкер Ф. Ixion // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 709.
  4. 4.0 4.1 Любкер Ф. Phlegyas // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1035.
  5. 5.0 5.1 Любкер Ф. Pirithous // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1050.
  6. 6.0 6.1 А. Щ. Иксион // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1894. — Т. XIIа. — С. 908.