იური ჩიკვაიძე

ქართველი არქიტექტორი, მხატვარი, რეჟისორი, სცენარისტი

იური ჩიკვაიძე (დ. 12 სექტემბერი, 1934, თბილისი — გ. 26 ნოემბერი, 2004) — ქართველი არქიტექტორი, მხატვარი, რეჟისორი და სცენარისტი. შემოქმედებითი ჯგუფის „სამეული“ ერთ-ერთი შემქმნელი და წევრი.

იური ჩიკვაიძე
დაბადების თარიღი 12 სექტემბერი, 1934(1934-09-12)[1]
დაბადების ადგილი თბილისი, სსრკ[1]
გარდაცვალების თარიღი 26 ნოემბერი, 2004(2004-11-26)[1] (70 წლის)
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი და არქიტექტორი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა

საქართველოს დროშა საქართველო

საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

იური დაიბადა თბილისში, 1934 წლის 12 სექტემბერს. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1959 წელს. 1957 წელს, ოლეგ ქოჩაკიძესა და ალექსანდრე სლოვინსკისთან ერთად შექმნა შემოქმედებითი ჯგუფი „სამეული“. 1976-1992 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მთავარ მხატვრად მუშაობდა. 1993 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა აშშ-ში, სადაც 2004 წლის 26 ნოემბერს გარდაიცვალა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
  • კონკურენცია (ანიმაციური, 1970)
  • ჯადოსნური კვერცხი“ (ანიმაციური, 1974)
  • სადა ხარ ჩემო სავანა? (ანიმაციური, 1975)
  • ოქრო (ანიმაციური, 1966)
  • კონკურენცია (ანიმაციური, 1970)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება