იური მეშჩერიაკოვი

საბჭოთა გეომორფოლოგი

იური ალექსანდრეს ძე მეშჩერიაკოვი (რუს. Мещеряков, Юрий Александрович; დ. 7 აგვისტო 1921 — გ. 20 მაისი 1970) — საბჭოთა გეომორფოლოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1970).

იური მეშჩერიაკოვი
დაბ. თარიღი 7 აგვისტო, 1921(1921-08-07) ან 17 აგვისტო, 1921(1921-08-17)[1]
დაბ. ადგილი კალუგა, სსრკ, საბჭოთა რუსეთი
გარდ. თარიღი 20 მაისი, 1970(1970-05-20) (48 წლის) ან 19 მაისი, 1970(1970-05-19)[1] (48 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია დონის სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი, გეოფიზიკოსი[2] და უნივერსიტეტის პროფესორი[2]
მუშაობის ადგილი გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მოსკოვის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

იური მეშჩერიაკოვმა 1945 წელს დაამთავრა მოსკოვის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოდეზიის ფაკულტეტი, ხოლო 1950 წელს — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა და იმავე წელსვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1961 წლიდან იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 1960-1970 წლებში იყო დედამიწის ქერქის შემსწავლელი გეოდეზიისა და გეოფიზიკის საერთაშორისო კომისიის პრეზიდენტი.

იური მეშჩერიაკოვის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები იყო: გეოდინამიკა, მორფოსტრუქტურული ანალიზი და გეომორფოლოგიური კარტოგრაფირება. მისი მთავარი შრომები მიეძღვნა რელიეფის ძირითადი გენეტიკური კატეგორიების კლასიფიკაციას, მათ შორის მორფოსკულპტურებსა და მორფოსტრუქტურებს; აგრეთვე მოსწორების ზედაპირის პრობლემებსა და ნეოტექტონიკაში გეოდინამიკური მეთოდების შემოღების საკითხებს. ავტორია 170-ზე მეტი ნაშრომისა, რომელთაგან მნიშვნელოვანია: „ვაკე-ბაქნური არეების მორფოსტრუქტურა“ (1960); „ვაკე ქვეყნების სტრუქტურული გეომორფოლოგია“ (1965). იყო ჟურნალ „Геоморфология“-ს ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი მთავარი რედაქტორი. 1985 წელს დაწესდა მისი სახელობის მედალი, რომელიც ენიჭებათ გეოდინამიკურ კვლევაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #1249706602 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Czech National Authority Database